ვიოლა ფონ კრამონმა გაამხილა მათი გეგმები

„გამჭვირვალობის შესახებ კანონს აუცილებლად მივიღებთ სწორედ იმიტომ, რომ ვიოლა ფონ კრამონისნაირმა ევროდეპუტატებმა ვეღარ გაბედონ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა და მათი ფულით ქართველი ხალხის არჩევანის გაყალბება“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი, დეპუტატი წერს.
დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ამ დღეებმა და უცხოელი ლობისტების განცხადებებმა კიდევ უფრო ნათელი გახადა ქართველი ხალხისთვის „გამჭვირვალობის კანონის“ მიღების აუცილებლობა.
„რა უფლებით საუბრობს ევროპარლამენტარი ჯერ არ ჩატარებულ არჩევნებზე და აფასებს წინასწარ შედეგებს? არის თუ არა ეს ცილისწამება? არის თუ არა ეს საშინაო საქმეებში ჩარევა? გამოდის, რომ ოპოზიციის ლობისტები თავად ემზადებიან არჩევნების გასაყალბებლად და დღეს სწორედ ამის აღიარება მოხდა.
ამ დღეებმა და უცხოელი ლობისტების განცხადებებმა კიდევ უფრო ნათელი გახადა ქართველი ხალხისთვის „გამჭვირვალობის კანონის“ მიღების აუცილებლობა. ჩვენ ამ კანონს აუცილებლად მივიღებთ სწორედ იმიტომ, რომ ვიოლა ფონ კრამონისნაირმა ევროდეპუტატებმა ვეღარ გაბედონ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა და მათი ფულით ქართველი ხალხის არჩევანის გაყალბება“, – წერს დიმიტრი ხუნდაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

“თუ იმედი აქვთ, რომ არჩევნების გზით შეუძლიათ ცვლილების მიღწევა, რატომ უპირისპირდებიან ასე „გამჭვირვალობის კანონს“? არჩევნებში წარმატების შემთხვევაში, შეუძლიათ თავისუფლად გააუქმონ ან შეცვალონ” – არჩილ თალაკვაძის კომენტარი ოპოზიციის შესახებ

“ეს კანონმდებლობა ემსახურება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებას და იცავს ჩვენს დემოკრატიას და პოლიტიკურ სისტემას ნებისმიერი გარე ჩარევისგან” – არჩილ თალაკვაძის განცხადება

ფოჩხუა: მაშინ როცა, ევროპაში და ამერიკაში მჯდომარე მომიტინგეებსაც კი სასტიკად უსწორდება პოლიცია, იტალიის ვიცე-პრემიერი გმობს საქართველოში ძალადობას დემონსტრანტების მისამართით-სასაცილოა