ვიოლა ბუკიას თქმით, მათ მხარეს პატიოსანი ადამიანები არიან, ხოლო “იმედში” უტიფრები და უნამუსოები

ვიოლა ბუკიას თქმით, მათ მხარეს პატიოსანი ადამიანები არიან, ხოლო “იმედში” უტიფრები და უნამუსოები
ტვ “პირველი”-ს წამყვან ვიოლა ბუკიას თქმით, მათ მხარეს პატიოსანი ადამიანები არიან, ხოლო “იმედში” უტიფრები და უნამუსოები.
“დიმა ობოლაძის ამბავმა აჩვენა ერთი ეს: რა მყისიერად შეგვიძლია ჩვენ ვთქვათ, რომ რაღაც არ შეეესაბამებოდა სიმართლეს. იმიტომ, რომ აქეთ მხარეს პატიოსანი ადამიანები არიან. შეიძლება შეუმცდარი ყოველთვის არ არიან, თუმცა მაგდენი სინდისი ყოფნის ჯანსაღ ხალხს აღიარონ შეცდომა მალევე.
მეორე, “იმედი”-ს მხარეს არიან უტიფრები და უნამუსოები. წლებია ისე ატყუებენ მაყურებელს, ფაბრიკაციებით და გამოგონილი სიუჟეტებით, ჩვევაში აქვთ უკვე გამჯდარი უზნეობა, უნამუსობა. ტყუილთან კომფორტულად ცხოვრება. არანაირი დისკომფორტი არ აწუხებთ და პირიქით აქეთ გიკითხავენ მორალს.
და მესამე, იმედის წამყვანობა ნიშნავს, რომ უფრო დიდი შანსია დაიჯერონ შენზე საშუალო სტატისტიკური უზნეობა. ამას უნდა შეეგუონ იმედის ჟურნალისტებ-წამყვანებმა.”- წერს ვიოლა ბუკია.

ასევე დაგაინტერესებთ