ვიოლა ამერდი – შვეიცარია გლობალური „მშვიდობის სამიტის“ მასპინძლობისთვის მზად არის

შვეიცარია გლობალური „მშვიდობის სამიტის“ მასპინძლობისთვის მზად არის, – ამის შესახებ შვეიცარიის პრეზიდენტმა, ვიოლა ამერდმა სთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ბატონმა ზელენსკიმ მკითხა, იყო თუ არა სამიტის ორგანიზებისთვის შვეიცარია მზად. მე დავადასტურე, რომ კონფერენციის ორგანიზებისთვის შვეიცარია მზად იქნება. ჩვენ შევთანხმდით, რომ ამ საკითხს სიღრმისეულად განვიხილავთ, რათა სამშვიდობო პროცესი წარმატებული იყოს“, – განაცხადა ვიოლა ამერდმა.
შვეიცარიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის წარმომადგენლები სამშვიდობო კონფერენციისთვის მზადებას დაუყოვნებლივ დაიწყებენ.
„შვეიცარია გრძელვადიან მშვიდობას ყოველთვის დაუჭერს მხარს და ჩვენ მოხარული ვართ, რომ შვეიცარიას ამაში წვლილის შეტანა შეუძლია“, – აღნიშნა შვეიცარიის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ 14 იანვარს შვეიცარიის ქალაქ დავოსში უკრაინული „მშვიდობის ფორმულის“ შესახებ ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთა დონეზე შეხვედრა გაიმართა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ფარჯიანი: პრობლემა იმაშია, რომ ხალხი, ვინც ახლა არაბებთან აფორმებს ღმერთმა იცის რა შინაარსის კონტრაქტს, ზუსტად ეგ ხალხი “გუშინ” იძახდა, რომ ქვეყანაში კორუფცია არ არსებობს, რომ ღარიბაშვილი ყველაზე კარგი პრემიერია, რომ “ბუზი ბევრი ბზუისო, გახარიასთან ყველა ტყუისო”

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად ყურადღებით ვაკვირდებით საძიებო-სამაშველო ოპერაციებს ჩამოვარდნილ სამხედრო სატვირთო თვითმფრინავთან დაკავშირებით