ვინ რა როლს შეასრულებს ევროკომისიის 9 დათქმის შესრულების პროცესში – ოპოზიციის ნაწილი თანამშრომლობისთვის მზად არის

ოპოზიციის ნაწილი, ევროკომისიის 9 დათქმის შესრულების პროცესში, “ქართულ ოცნებასთან” თანამშრომლობისთვის მზად არის. “საქართველოსთვის” წევრი ბექა ლილუაშვილი აცხადებს, რომ მათ სამუშაო ჯგუფებში ჩართვა სურთ და პარლამენტის თავმჯდომარეს შესაბამისი წერილითაც მიმართეს.
“წერილობით მივმართავთ პაპუაშვილს იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ მზად ვართ, შესაბამისი საპარლამენტო სამუშაო ფორმატების შექმნის პირობებში, მონაწილეობა მივიღოთ ყველა მიმართულებით და ერთად განვიხილოთ იმ 9 საკითხის შინაარსობრივად შესრულების გეგმა, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გარანტირებისათვის. მოვუწოდებთ ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს, რომ ამ პროცესში მათაც მიიღონ მონაწილეობა,”- აცხადებს ბექა ლილუაშვილი.
“სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ მისი პარტია მზად არის მონაწილეობა მიიღოს რეგლამენტით დადგენილ პროცესებში, თუმცა სამუშაო ჯგუფების აუცილებლობას ვერ ხედავს.
“რაც არის რეგლამენტით გაწერილი და დადგენილი, კომიტეტის განხილვებში, პარლამენტის სხდომებში, მზად ვართ, რომ მივიღოთ მონაწილეობა, როგორც აქამდე, მაგრამ ვერ ვხედავ სამუშაო ჯგუფების აუცილებლობას. “ქართულმა ოცნებამ” შექმნა იმიტაცია, თითქოს რეფორმებს ატარებდა და შემდეგ აღმოჩნდა, რომ სინამდვილეში, არც არაფერი არ გააკეთა,”- აცხადებს პაატა მანჯგალაძე.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი დავით ხაჯიშვილი აცხადებს, რომ მისი პარტია პროცესში იმ შემთხვევაში ჩაერთვება, თუ მმართველი გუნდი მათ მიერ შეთავაზებული ინიციატივების განხილვასაც განიხილავს.
“დღეს თუ “ქართული ოცნება” გამოვა და იტყვის, რომ კი, ჩვენ გავითვალისწინებთ ოპოზიციის აზრსაც, თუ ვნახეთ, რომ ის იქნება კონსტრუქციული და აზრიანი, მივიღებთ მას და ა.შ. ჩვენ მივიღებთ მასში მონაწილეობას. პირიქით, ამის სურვილი დიდი ხანია გვქონდა, გვაქვს და გვექნება, მაგრამ ჩვენ ადრეც შევსრულვართ და როცა დავინახეთ, რომ იქ არ კეთდებოდა ქართული და ევროპული საქმე, ამ ჯგუფებიდან გამოვედით, რადგან აზრი არ ჰქონდა,”- აცხადებს დავით ხაჯიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

არაბიზაცია არის ტყუილი, რაც ჩვენ ფაქტებით დავადასტურეთ, ინვესტიცია არის უპრეცედენტო, 11 მილიარდის ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, ხელშეკრულების შინაარსი მთლიანად ცნობილია საზოგადოებისთვის, დანარჩენი არის სპეკულაციები

რასაც უწოდებდნენ ნატოს ღია კარის პოლიტიკას, სინამდვილეში, ეს იყო ორპირი ქარის პოლიტიკა, როგორც ედუარდ შევარდნაძე იტყოდა, ამ ორპირ ქარში მოჰყვა ორი ქვეყანა სამჯერ – ერთხელ ეს იყო საქართველო 2008 წელს და ორჯერ – უკრაინა, დღეს ვხედავთ, რომ აშშ-ი ფიქრობს ამ პოლიტიკის გადახედვაზე

ჩვენი გაცხადებული მიზანია, მათ შორის კონსტიტუციური ამოცანაა, გავხდეთ ევროკავშირის წევრი, ამ პირობებში, სუბიექტურადაც ვართ დაინტერესებული, რომ ევროკავშირში შემობრუნდეს ის უარყოფითი ტენდენციები დადებითისკენ, რომელიც დღეს აბსოლუტურად თვალსაჩინოა და რაზეც აშშ-ის ადმინისტრაცია ღიად საუბრობს

არ არსებობს არავითარი არასამთავრობო ორგანიზაციები, არსებობს მხოლოდ უცხოური მთავრობების მიერ საქართველოში ინტერვენციისთვის დაფინანსებული კონკრეტული ორგანიზაციები, ფარდა ავხადეთ ყველაფერს – რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით წლების განმავლობაში, იმას იმეორებს დღეს ტრამპის ადმინისტრაცია და კონკრეტული ყოფილი თანამდებობის პირები