ვინ იყო ჰამასის ლიდერი, რომელიც ბეირუთში მოკლეს – გადაინაცვლებს თუ არა ომი ლიბანის ტერიტორიაზე?

57 წლის სალეჰ ალ-არური “ჰამასის” იერარქიაში იყო ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რანგის ფიგურა, როგორც პოლიტიკურ, ასევე სამხედრო ფრონტზე. ის იკავებდა პოლიტიკური ბიუროს უფროსის მოადგილის პოსტს და აქტიურად მონაწილეობდა სამხედრო ბრიგადების ჩამოყალიბებაში.
ალ-არური მოკლეს ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის სამხრეთ გარეუბანში. აფეთქებაში კი ისრაელს ადანაშაულებენ.
სალეჰ ალ-არური ჰამასის რიგებს 1987 წელს შეუერთდა. ის იყო ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დაკავშირებული ჩინოვნიკი ირანთან და ირანის მიერ მხარდაჭერილ “ჰეზბოლასთან”. გარკვეული დროით სალეჰ ალ-არური ს ციხეებში იხდიდა სასჯელს. გათავისუფლების შემდეგ კი იყო იმ მოლაპარაკების მონაწილე, რომლის შედეგად 2011 წელს ისრაელის ციხიდან 1000-ზე მეტი პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლეს, ისრაელელი ჯარისკაცის გილად შალიტის ტყვეობიდან გათავისუფლების სანაცვლოდ.
მიმდინარე წლის 27 ოქტომბერს ისრაელის არმიამ დაანგრია მისი სახლი პალესტინაში, დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ არურაში, რამალას მახლობლად. თავად არური ბოლო მომენტამდე ლიბანში ცხოვრობდა.
ლიბანური მედია იტყობინება, რომ სალეჰ ალ-არური მოკლეს ბეირუთის გარეუბანში მდებარე “ჰამასის” ოფისზე უპილოტო თვითმფრინავის თავდასხმის დროს. მასთან ერთად ლიკვიდირებულია “ჰამასის” ექვსი წევრი.
დასავლური მედია აქცენტს აკეთებს, არამხოლოდ იმაზე, თუ ვინ მოკლეს, არამედ ხაზს უსვამს თავდასხმის ადგილს, რადგან ლიბანის ტერიტორიაზე საჰაერო თავდასხმა კიდევ უფრო არასტაბილურს ხდის ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სახიფათო პროცესს.
ლიბანის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნაჯიბ მიქატიმ მკვლელობას უკვე უწოდა “ისრაელის ახალი ომის დანაშაული, რომელიც მიზნად ისახავს კონფლიქტის ლიბანის ტერიტორიაზე გადატანას”. “ჰეზბოლამ” ფაქტს უწოდა “სერიოზული თავდასხმა ლიბანზე, მის ხალხზე, უსაფრთხოებაზე და სუვერენიტეტზე” და გააფრთხილა ისრაელი, რომ “ეს დანაშაული არ დარჩება უპასუხოდ და დასჯის გარეშე”.
სალეჰ ალ-არურის ლიკვდიდაციას გამოეხმაურა “ჰამასის” პოლიტბიუროს წევრი იზატ ალ-რიშკიც და მომხდარი შეაფასა, როგორც “მკვლელობა სიონისტური ოკუპაციის მიერ”.
ისრაელის სამხედრო ოფიციოზს ფაქტზე კომენტარი არ გაუკეთებია და BBC-ს განუცხადეს, რომ ისინი არ პასუხობენ მედიის კითხვებს. ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ს მრჩეველმა, მარკ რეგევმა არ თქვა, რომ ისრაელი იყო პასუხისმგებელი, მაგრამ თავდასხმას ჰამასის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ “ქირურგიული დარტყმა” უწოდა. ახლა მთავარი კითხვაა, თუ როგორ განვითარდება მოვლენები რეგიონში? რა რეაგირება ექნება ლიბანში მოქმედ ტერორისტულ ანკლავ ჰეზბოლას და გადაინაცვლებს თუ არა ომი ღაზადან ლიბანში?

ასევე დაგაინტერესებთ

სამწუხაროა, რომ ბოლო პერიოდში ევროკავშირის და აშშ-ის დაფინანსება, სულ უფრო ხშირად, ძალადობასთან და ტერორთან ასოცირდება – ორი წელი ამ ყველაფერზე ვაფრთხილებდი ევროკავშირის და აშშ-ის ყველა დონის წარმომადგენელს