ვინ იქნება ტუსკი – 2 + 1 – არჩევნებზე – “დედაქალაქში თუ 2:1 2,5:1 გაქვს წაგებული, მაშინ შანსი არ გაქვთ, გაყალბებას არ ექვემდებარება” – ბერძენიშვილი

2 + 1 – არჩევნებზე პოლიტიკური პარტიების ასეთი კონფიგურაციით გასვლა წარმოუდგენია „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერს დავით ბერძენიშვილს. ბერძენიშვილი ვარაუდობს, რომ ორი პოლიტიკური ცენტრი იქნება და პლუს გახარია, რომელიც არჩევნებზე მარტო პოზიციონირებას გეგმავს.
“დღის ამბებთან” ბერძენიშვილი ამბობს, რომ ორი პოლიტიკური ცენტრიდან ერთი იქნება „ნაციონალური მოძრაობასა“ და „სტრატეგია აღმაშენებელთან“, მეორე ცენტრი კი „ახალისა“ და „ლელოს“ ირგვლივ გაერთიანდება. გადაწყვეტილების მიღება მოუწევს „ევროპულ საქართველოსაც“.
რაც შეეხება „გირჩი – დროას“, ბერძენიშვილის თქმით, ეს პარტია რომელიმე პოლიტიკურ ცენტრთან გაერთიანდება.
ბერძენიშვილი ასევე ვარაუდობს, რომ და ც ამ პოლიტიკურ ცენტრებთან კოორდინირებას შეძლებენ.
ბერძენიშვილი საუბრობს კვლევაზეც, რომელიც იაგო კაჭკაჭიშვილმა ჩაატარა და სადაც გამოიკვეთა, რომ რამდენიმე პოლიტიკური ცენტრით სჯობს არჩევნებზე გასვლა.
მე ვფიქრობ, რომ 2 + 1. პლუს ერთი არის გახარია, გახარია იბრძოლებს ბარიერის გადასალახად, რადგან ცალკე აპირებს გასვლას, მე მას ვგულშემატკივრობ, მირჩევია იყოს 5-ს ზევით, ვიდრე 5-ს ქვევით…. ორი ცენტრი და პლუს გახარია, თუ გახარიას გაუჭირდება, მეორე ცენტრშიც შეიძლება აღმოჩნდეს. ამ ორი ცენტრიდან, მიშა სააკაშვილი გახსნილია და ამბობს, რომ ყველა ერთად, თუ არ გამოდის, მაშინ ვინც ჩემთან იქნება, მე მზად ვარ.. .მე არ ვფიქრობ, რომ ს გაერთიანებაში მხოლოდ სტრატეგია აღმაშენებელი და ენმ იქნება, იქაც აღმოჩნდებიან ცალკეული ფიგურები, რომლებიც არ არიან ენმ-ის ან სტრატეგია აღმაშენებლის წარმომავლობის – ექსპერტები იქნებიან და მე მათ ვგულშემატკივრობ, ველოდები, რომ მაგ პოლიტიკურ პლატფორმაში იქნება გაცილებით უფრო სოლიდური შემადგენლობა, ვიდრე დღევანდელ პარლამენტში, რომლებიც ბიზნეს-დეპუტატები არიან და ერთხელ არ გამოსულან და თუ ვინმე გამოვიდა, კარგად არ დაგვმახსოვრებიან საპარლამენტო ტრიბუნიდან. გაცილებით მაღალი ამოცანები დგას – ახლა ხელისუფლების ცვლილების შესაძლებლობა ხელის გულზე დევს. ახლა არსებობს ალტერნატიული, პარალელური, კონკურენტ-პარტნიორი მეორე ცენტრი, ყოფილი პატარების დიდი გაერთიანება – საშუალოები პლუს პატარები – ეს არის „ახალი“, ამ კვლევებით ასე ჩანს, ასევე „ლელო“, ძალიან კარგია, არ მაქვს საფუძველი ეჭვი შევიტანო, რა თქმა უნდა, იაგო კაჭკაჭიშვილში ეჭვი არავის შეგვაქვს, იმ ინფორმაციამ, რამაც გამოჟონა, თუ ეს სწორად არის გამოჟონილი, „ახალის“ და „ლელოს“ გარდა, კმაყოფილი ვარ იმის, რომ „ევროპულ საქართველოს“ აქვს 3 პროცენტი. ამიტომ კარგი იქნება, „ევროპული საქართველო“, რომელიც ბოლო ხანებამდე უფრო პოზიციონირებდა ისე, რომ ღირებულებითი განსხვავებები – ახლა ამის ფუფუნების დრო არ გვაქვს… ძალიან ვგულშემატკივრობ, როგორც გირჩი მეტი თავისუფლებას, ისე დროას, მათ ლიდერებსაც და შემადგენლობასაც, ძალიან კარგი სამომავლო პერსპექტივების მქონე ფიგურები ჰყავთ, ახალგაზრდები და საკრებულოში თუ ვინმე ჩანს, ცოტნე ჩანს. მე არ ვიცი, ისინი იყვნენ საჯაროდ ერთიანი სიების მომხრეები. გადაწყვეტილება როგორც ჩანს, მიღებული იქნება ისეთი, ამ კვლევის შედეგადაც და ისედაც, „ლელომაც“ და „ახალმაც“ უფრო მკაფიოდ დაიწყეს ლაპარაკი, რომ ამომრჩევლები გვეუბნებიან, რომ სჯობია რამდენიმე ცენტრი და არა ერთიანი ცენტრი. მე, როცა ვახსენე, რომ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ცენტრი არ იქნება მხოლოდ ენმ და სტრატეგია და იქ ცალკეულ ექსპერტებს ვგულისხმობ თუ კიდევ ვინმეს, ეს გამოჩნდება. ლევან ცუცქირიძის „თავისუფლების მოედანს“ შეიძლება რეზონანსი არ მოყოლია საფეხბურთო ამბების გამო, მაგრამ ისინიც სადღაც აღმოჩნდებიან, ცალკე კი არ გავლენ. , მე ვფიქრობ, არ მგონია, რომ სწორი ნაბიჯები გადადგეს და არც ელექტორალურად მათ არაფერი ემუქრებათ… ისინი თუ გავლენ ცალკე, ისინი ბარიერს მიღმა დარჩებიან. ალეკო (ელისაშვილი), ანა (დოლიძე)– ვფიქრობ, იმ ორ ცენტრში გადანაწილდებიან და რომელიმე ცენტრში იქნებიან. ჩვენ ვართ ახლა ძალიან პატარები, ჩვენი პრეტენზიები იქნება უაღრესად მოზომილი და ვუსურვებ იმათ, ვინც არ არის ამა თუ იმ პოლიტიკური სუბიექტის ხერხემალი, იყვნენ ამ პოლიტიკური სუბიექტის უფრო მოღონიერებულ დამფუძნებლებთან მჭიდრო თანამშრომლობის მომხრე. პასუხისმგებლობა დაეკისრება არა მხოლოდ იმ პატარებს, ვინც ცალკე გავლენ თუ არ გავლენ. გასაგებია, იქნებიან ის პარტიებიც, ვინც იბალახებენ 1 პროცენტისთვის, იმიტომ, რომ ხელისუფლებამ 1 პროცენტი დატოვა ფინანსური ბარიერი, მაგრამ მათი ჯამი, 5-6 პროცენტს არ ასცდება,“ – ამბობს ბერძენიშვილი.
ს თქმით, უმთავრესია, ოპოზიციიდან ვინ აიღებს მაღალ პროცენტს, რადგან სწორედ მას მოუწევს პოსტსაარჩევნო კოალიციის შექმნა.
მთავარი საკითხი არის ვინ იქნება ქართული პოლიტიკის ტუსკი – ვინ გავა ოპოზიციაში პირველ ადგილზე, ვინ იქნება ის პოლიტიკური სუბიექტი, ვინც შეკრავს პოსტსაარჩევნო კოალიციას – ამის რეალური კონკურენტები არიან მიხეილ სააკაშვილის პლატფორმა, ერთი და მეორე, ახალი, ლელო, შესაძლოა ევროპული საქართველო, ზურა გირჩი, ელენე თუ იქნებიან,“ – ამბობს ბერძენიშვილი.
დავით ბერძენიშვილი ვარაუდობს, რომ 2024 წლის არჩევნებზე, ქართული ოცნება ვერ შეძლებს 40 პროცენტის აღებას.
ვერ დაიწყება 4-იანით „ქართული ოცნების“ შედეგი, რეგიონების გათვალისწინებით 3-იანით დაიწყება ალბათ, მაგრამ თბილისში შეიძლება სამიანითაც ვერ დაიწყოს და დიდ ქალაქებში. თუ 2:1-ს უგებს თბილისში, რუსთავში, დიდ ქალაქებში, სამეგრელოში, სადაც ოპოზიცის უპირატესობა განსაკუთრებით თვალსაჩინოა, თუ ასეთი ლანდშაფტი იქნება და 2:1 თუა წარმატება, დედაქალაქში თუ 2:1 2,5:1 გაქვს წაგებული, მაშინ შანსი არ გაქვთ, გაყალბებას არ ექვემდებარება ამხელა ჩამორჩენა,“ – ამბობს ბერძენიშვილი.