ვინ იქნება “ლგბტ პროპაგანდის” წინააღმდეგ კანონპროექტის განხილვის საორგანიზაციო კომისიაში

დღეს, 10 აპრილს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე “ლგბტ პროპაგანდის” წინააღმდეგ მეორე რუსული კანონის – “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტის საყოველთაო სახალახო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შემადგენლობა დასახელდა.
კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა დაასახელა ვინ იქნება კომისიის შემადგენლობაში:
პარლამენტის თავმჯდომარე ;
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ;
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი;
განათლების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე;
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი;
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი;
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მოადგილე დავით მათიკაშვილი;
გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე სალომე ქურასბედიანი;
თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი;
პოლიტიკური ჯგუფი ხალხის ძალის თავმჯდომარე სოზარ სუბარი;
პოლიტიკური ჯგუფი ევროპელი სოციალისტების თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია;
პოლიტიკური ჯგუფი მოქალაქეების თავმჯდომარე ალექსანდრე ელისაშვილი;
პოლიტიკური ჯგუფი საქართველოსთვის წევრი შალვა კერესელიძე;
პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსის მოადგილე ნინო შავგულიძე.
ქართულმა ოცნებამ 29 თებერვალს დააანონსა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც “საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან” დაიცავდა.