“ვინ იფიქრებდა, რომ ნაცებს გუბაზ სანიკიძე შეუყვარდებოდათ, ქოცებს კი თამარ ჩერგოლეიშვილი” – დავით ზურაბიშვილი

პოლიტოლოგი, დავით ზურაბიშვილი:
აბა, ვინ იფიქრებდა, რომ ნაცებს შეუყვარდებოდათ, ქოცებს კი (მთლად ბოლომდე არა, მაგრამ მაინც, “ნაცებს კარგად აგინებს” მოტივით); ბიძინას დაუპირისპირდებოდა, გრიგოლ ვაშაძე კი პირიქით; სოზარ სუბარი გურამ ფალავანდიშვილს გადაასწრებდა ფაშიზმში, ზაზა შათირიშვილი კი ორივეს ერთად; თვალთხარიად შერაცხული გახარია ოპოზიციაში იქნებოდა, ხოლო ოპოზიციაში გაქცეული ალასანიას პარტიის ლიდერთა უმრავლესობა ხელისუფლებაში მოიქცეოდა უფრო მაღალ პოზიციებზე; ფაქტობრივად არსად წასული ბიძინა მესამედაც მოვიდოდა და მეორედ მოყვანილ ღარიბაშვილს მეორედაც გაუშვებდა; მეგის ქარდავა ციხეში იჯდებოდა და მისი მოადგილე ს მერად; ერთადერთი მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლო იქნებოდა მარად და მარად იგივე და, მიუხედავად ყველაფერ ამისა, როცა იმასაც ვერავინ შეამჩნევდა, რომ ლევან ვასაძემ უკვე ბიძინას დაუწყო გინება, ევროკავშირის წევრობის ოფიციალური კანდიდატი ქვეყანა გავხდებოდით?
კიდევ იტყვიან, ღვთისმშობლის წილხვედრი არ ვართო?

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი – აშშ გმობს კრემლის მიერ შთაგონებულ „უცხოური გავლენის“ კანონმდებლობას – ამ კანონმდებლობამ და „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურმა რიტორიკამ საქართველო საეჭვო ტრაექტორიაზე დააყენა