ვინ და რა ფორმით მიიღებს მონაწილეობას ევროკომისიის 9 დათქმის შესრულებაში – პოლიტიკურ სპექტრში კონსენსუსის აუცილებლობაზე საუბრობენ

ვინ და რა ფორმით მიიღებს მონაწილეობას ევროკომისიის 9 დათქმის შესრულების პროცესში – მმართველი გუნდი მზად არის თანამშრომლობისთვის ყველა დაინტერესებულ მხარესთან, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ ოპოზიციამ ისევ საბოტაჟის გზა გააგრძელოს.
“გავაგრძელებთ მუშაობას ყველა იმ დაინტერესებულ მხარესთან, ოპოზიციის წარმომადგენლებთან თუ სამოქალაქო საზოგადოებასთან, რომ ვიმუშაოთ შემდეგ ნაბიჯებზე, თუ ისინი არიან განწყობილი საქმიანად. რადიკალური ჯგუფების ინტერესი იგივეა – რადიკალური სცენარები. შეიძლება, გარკვეულ საკითხებში მათ მიიღონ მონაწილეობა, თუმცა, პრაქტიკულად, გამოვრიცხავ იმას, რომ მათი რადიკალური პროცესებისადმი ინტერესი შეიცვალოს საქმიანი, კონსტრუქციული თანამშრომლობის ინტერესით,”- აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი.
რაც შეეხება ოპოზიციას, ისინი პროცესში ჩართვას მხოლოდ იმ შემთხვევაში გეგმავენ, თუ მმართველი გუნდი მათ ინიციატივებს განიხილავს.
“ევროპულობა ნიშნავს თანამშრომლობას. ევროპული მომავალი ნიშნავს კომპრომისებზე წასვლას და ნიშნავს იმას, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ერთმანეთთან მუშაობა ძალიან გვიჭირს, ვაიძულოთ საკუთარი თავი, ვითანამშრომლოთ და შევასრულოთ რეკომენდაციები ერთად. კომპრომისი საჭიროა ორივე მხრიდან, მაშინ ჰქვია ამას კომპრომისი,”- აცხადებს “რეფორმების ჯგუფს” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

მსოფლიოს 200 ქვეყნიდან 100-მდე ქვეყანას გაცხადებული ავტოკრატიული მმართველობა აქვს, ასეთ სახელმწიფოებთან თანამშრომლობენ და საქართველოთი არის თურმე ყველა გაოცებული და სანქციებს აწესებენ

ეს არჩევნები ინიშნება მიხეილ ყაველაშვილის და ირაკლი კობახიძის თანახელმოწერით, რასაც 4 პარტია აცხადებს არალეგიტიმურად, უწევთ ჩვენს მიერ დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობა, მათთვის ტრაგიკულია ეს ყველაფერი