ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა საქართველოს ათობით მოქალაქე დაასანქცირეს. მათ შორის არიან მოსამართლეები, პროკურორები, პოლიციის მაღალჩინოსნები, დეპუტატები და ა.შ.
ყველაზე მეტი – 74 საქართველოს მოქალაქე ლიეტუვამ დაასანქცირა, შემდეგ მოდის ესტონეთი – 55 დასანქცირებულით და ბოლოს ლატვია – 16 დასანქცირებული.
ლიეტუვისა და ლატვიის მიერ დასანქცირებულთა სია ჯერ ცნობილი არ არის.
რაც შეეხება ესტონეთს, მის მიერ დასანქიცრებულთა შორის არიან ნეტგაზეთი/ბათუმელების თანადამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის საქმის პროკურორი, დაზარალებულად ცნობილი ბათუმის პოლიციის უფროის ირაკლი დგებუაძე და მოწმე პლიციელები. ასევე, პროევროპული აქციების განმავლობაში დაკავებული მოქალაქეების პროკურორები და მოსამართლეები. ესტონეთის მიერ სანქცირებულთა შორის არიან “ქართული ოცნებისა” და პრორუსული ძალადობირივ ჯგუფის, ალტ-ინფოს წევრებიც.
მოსამართლეები: ირაკლი ხუსკივაძე, თამარ მჭედლიშვილი, ლელა მარიდაშვლი, ლევან ყოლბაია, დავით მგელიაშვილი, ნანა შამათავა, თეონა ეპიტაშვილი, არსენ კალატოზიშვილი, ლელა კალიჩენკო, დავით კურტანიძე, ირმა ტოგონიძე, გულიკო კაჟაშვილი, ქეთევან ჯაჭვაძე, ნინო თარაშვილი, გიორგი გელაშვილი, ნათია გუდაძე, ნატო ხუჯაძე, ზვიად შარაძე, ეკა ბარბაქაძე, ნინო სახელაშვილი, მალხაზ ოქროპირაშვილი, ვერა დოლიძე.
პროკურორები: ვაჟა თოდუა, შმაგი გობეჯიშვილი, ზვიად გუბელაძე, ანა მეტრეველი, გიორგი მუკბანიანი, როინ ხინთიბიძე, ვლადიმერ თურმანიძე, ნუგზარ ჭიტაძე, თორნიკე გოგეშვილი, პაატა ცეცხლაძე, ზაზა მეტონიძე.
პოლიციელები: გიორგი ჩარექაშვილი, თორნიკე მენაბდე, სულხან კიკნაძე, რევაზ წურწუმია, ზვიად მარგველიანი, ზურაბ ღარიბაშვილი, დავით მარუაშვილი, ოთარ გელაშვილი, ნოდარ ზენაიშვილი, ბერდია ფერაძე.
აჭარის პოლიციიც მაღალჩინოსნები: გრიგოლ ბესელია, დავით ათაბეგაშვილი.
ბათუმის პოლიციის მაღალჩინოსნები: ირაკლი დგებუაძე, გოჩა ვანაძე.
პარლამენტის წევრები: ლაშა ტალახაძე, ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე, გელა სამხარაული, ბექა ოდიშარია (ყოფილი).
ალტ-ინფოსთან დაკავშირებული პირები: კონსტნტინე მორგოშია, ზურაბ მახარაძე.
