ვინ განიხილება დავით დოიაშვილის შემცვლელად? – თეატრალური საზოგადოების წარმომადგენლებში დღეს ბაკურ ბაკურაძის სახელმა და გვარმა გაიჟღერა. ინფორმაციის გადასამოწმებლად “პირველები” ბაკურაძეს დაუკავშირდა.
მან სატელეფონო საუბარში დოიაშვილის შემცველად დანიშვნა უარყო და თქვა, რომ “შეთავაზება რომც მიიღოს” არ დათანხმდება.
რაც შეეხება დოის გათავისუფლებას, მან აღნიშნულ საკითხზე კომენტარი არ გააკეთა.
საიდან მოიტანეთ, რომ მე ვინიშნები. ნუ მაცინებ გეხვეწები, ჭორებზე და სისულელეებზე კომენტარს რომ არ ვაკეთებ ხომ იცით. არ მიმიღია შემოთავაზება და რომც მივიღო არ ვაპირებ.
დოის გათავისუფლებაზე კომენტარს არ ვაკეთებ. არვიცი სამართლიანი იყო თუ არა, იმიტომ, რომ მიზეზი, რაც დასახელდა, მე მასში ჩახედული არ ვარ. მე არ ვიცი კულტურის სამინისტროსა და მისი ქვეშევდრომი აიპის თუ სიპის ურთიერთობა, მე რამდენადაც ვიცი, აქ შემოქმედებითი ნაწილი არაფერ შუაში არ არის და ადმინისტრაციულ ნაწილზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ”, – ამბობს ბაკურ ბაკურაძე.
- ცნობისთვის, დავით დოიაშვილი ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის ხელმძღვანელის პოსტიდან გაათავისუფლეს.
დოიაშვილი და მთელი მისი დასი რეჟიმის მიერ დაჭერილი კოლეგის, ანდრო ჭიჭინაძის მხარდასაჭერად აქციებს თვეებია მართავს და სინდისის პატიმრების გათავისუფლებას ითხოვს.