“ვინ გაიტანს მეტს, რონალდო თუ კვარაცხელია?” – ჯანაშიამ ამ კითხვაზე საინტერესო პასუხი გასცა

ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა ზაზა ჯანაშიამ RB Sport-ს ინტერვიუ მისცა, სადაც იმის შესახებ შეეკითხნენ, ვინ უფრო მეტ გოლს გაიტანს ევროპის ჩემპიონატზე, კრიშტიანო რონალდო თუ .
“ვინ გაიტანს უფრო მეტს? – მგონია, რომ რონალდო არა. ვფიქრობ, ხვიჩა უფრო მეტად პროდუქტიული იქნება. ის უმცროსია და თანაც, ქართველია! რონალდო კი უკვე საკმაოდ ასაკშია.
ახალგაზრდა ქართველი ბევრად უკეთესი იქნება, ვიდრე ვეტერანი და ასაკში მყოფი პორტუგალიელი”, – თქვა ჯანაშიამ.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის F ჯგუფში საქართველოს ნაკრები სწორედ რონალდოს პორტუგალიასთან, ასევე თურქეთთან და ჩეხეთთან ერთად
იასპარეზებს.
· შინი.GE
· მარაო