შიდა ქართლში, ხაშურის მუნიციპალიტეტში, 74 წლის ზურაბ ლაშხი მკვლელობის ფაქტზე დაკავებული სკოლის მოსწავლე ჩადენილ მკვლელობას აღიარებს.
15 წლის გოგოსაც რომ ეთქვა დავუშვათ, რომ იქ წამოიყვანეო, მოწიფული მამაკაცი რომ ხარ და ბავშვი გიზის მანქანაში, ხომ უნდა ჰკითხო, რატომ მიდის იმ ადგილას”, – ამბობს “პირველებთან” საუბარში ადვოკატი.
მომხდარის სავარაუდო მიზეზად რამდენიმე ვერსია სახელდება. მათ შორის, ერთ-ერთი ვერსიით, ადგილი ჰქონდა გოგონაზე ძალადობის მცდელობას, თუმცა მოკლულის ახლობლები მოზარდზე ძალადობის ან რაიმე სახის შესაძლო ზეწოლას გამორიცხავენ.
ასევე, კიდევ ერთი არაოფიციალური ვერსიით, დანაშაულის მოტივაცია შესაძლოა, ძარცვა ყოფილიყო. რაც შეეხება დაკავებულ არასრულწლოვან გოგონას, არსებული ინფორმაციით, ის სურამში დასასვენებლად იმყოფებოდა.
რა განცხადებას ავრცელებს შსს?
შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2009 წელს დაბადებული გ. ყ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ხაშურის მუნიციპალიტეტში, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა 1950 წელს დაბადებულ ზ.ლ.- ს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მიყენებული დაზიანებების შედეგად, დაჭრილი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა გ.ყ. ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
,,ამბები.ჯი”