ვინ არის ჩერქეზი ახალგაზრდა, რომლის ქართულად ნამღერს ჩვენში დიდი გამოხმაურება მოჰყვა?

ორი დღის წინ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ადი­ღე­ე­ლი მომ­ღერ­ლის, ას­ტე­მირ აპა­ნა­სო­ვის ვი­დეო, რო­მელ­შიც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად მღე­რის კომ­პო­ზი­ტორ ეთერ ჭე­ლი­ძის ცნო­ბილ ქარ­თულ ჰიტს “მაღ­ლა მაღ­ლა რომ დაფ­რი­ნავ…“

ვი­დე­ოს აღ­წე­რა­ში ვკი­თხუ­ლობთ, – ყა­ბარ­დო-ბალ­ყა­რე­თის, ყარ­ა­ჩაი-ჩერ­ქე­ზე­თის დამ­სა­ხუ­რე­ბულ­მა არ­ტის­ტმა, ადი­ღე­ელ­მა ას­ტე­მირ აპა­ნა­სოვ­მა ამ­ჯე­რად მსმე­ნე­ლი ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რის ცოდ­ნით გა­ა­ო­ცაო.

უცხო­ე­ლე­ბის არ ვი­ცით და ქარ­თვე­ლე­ბის­თვის კი ნამ­დვი­ლად მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო ადი­ღე­ე­ლი ბი­ჭის მიერ უაქ­ცენ­ტო ქარ­თუ­ლით შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სიმ­ღე­რა. რუ­სეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის მომ­ღე­რა­ლი, ეთერ ბე­რი­აშ­ვი­ლი, ას­ტე­მირს კო­მენ­ტა­რებ­ში უწერს:

“რა ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნი უნდა იყო, რომ უნაკ­ლოდ იმ­ღე­რო ქარ­თუ­ლად, ისე რომ არ იყო ქარ­თვე­ლი! ჩემო ძვირ­ფა­სო, შენ ბრწყინ­ვა­ლე ხარ! ვინც ბო­ლომ­დე არ მო­უს­მენს, დიდ სუ­ლი­ერ სი­ლა­მა­ზეს და­კარ­გავს! მიყ­ვარ­ხარ, ვა­მა­ყობ შე­ნით, მად­ლო­ბა რომ მღე­რი ჩემს მშობ­ლი­ურ ენა­ზე.“

თუმ­ცა ეს ას­ტე­მი­რის­თვის პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა არ ყო­ფი­ლა. რო­გორც მო­ვი­ძი­ეთ, 2022 წლის სექ­ტემ­ბერ­ში ეთერ ბე­რი­აშ­ვი­ლის სოლო კონ­ცერ­ტზე დუ­ეტ­ში “ან­გე­ლო­ზად მოხ­ვალ“ იმ­ღე­რა.

  • ვინ არის ას­ტე­მირ აპა­ნა­სო­ვი

ას­ტე­მი­რი 1989 წლის 21 სექ­ტემ­ბერს ნალ­ჩიკ­ში და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და და-ძმას­თან, ალ­ბი­ნას­თან და ალიმ­თან ერ­თად, ხე­ლო­ვა­ნე­ბის ოჯახ­ში. ის ეროვ­ნე­ბით ჩერ­ქე­ზია და ბავ­შვო­ბა­ში დიდ დროს ატა­რებ­და დე­დის ნა­თე­სა­ვებ­თან ადი­ღე­ის დე­და­ქა­ლაქ მა­ი­კოპ­ში.

აპა­ნა­სო­ვე­ბის მშობ­ლე­ბი ახალ­გაზ­რდო­ბა­ში მღე­როდ­ნენ ან­სამ­ბლ “ყა­ბარ­დინ­კა­ში“, ში­ნაც ხში­რად აწყობ­დნენ მუ­სი­კა­ლურ სა­ღა­მო­ებს, რო­მელ­შიც შვი­ლე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. ამ დროს ას­ტე­მი­რი თურ­მე ყვე­ლა­ზე ხმა­მაღ­ლა მღე­რო­და.

სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ნალ­ჩი­კის ჩრდი­ლო კავ­კა­სი­ის ხე­ლოვ­ნე­ბის ინ­სტი­ტუ­ტში ჩა­ბა­რე­ბა გა­და­წყვი­ტა, მაგ­რამ ამის­თვის ჩა­სა­რი­ცხად ქრთა­მი მოს­თხო­ვეს. რის შემ­დე­გაც მა­მას­თან ერ­თად, მოს­კოვ­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად.

  • მუ­სი­კა და შე­მოქ­მე­დე­ბა

ას­ტე­მირ­მა სცე­ნა­ზე გა­მოს­ვლა ექ­ვსი წლის ასა­კი­დან და­ი­წყო. ბიჭი ჯერ ძმას­თან ალიმ­თან ერ­თად გა­მო­დი­ო­და, შემ­დეგ მარ­ტო დარ­ჩა. მისი პრო­დი­უ­სე­რის ფუნ­ქცი­ებს კი მამა ითავ­სებ­და. ხან­და­ხან სცე­ნა­ზე ბავ­შვთან ერ­თად დე­დაც იდგა და მღე­რო­და. მშობ­ლებ­მა სპე­ცი­ა­ლუ­რად შე­ი­ძი­ნეს დიდი მან­ქა­ნა სპექ­ტაკ­ლებ­ზე აღ­ჭურ­ვი­ლო­ბი­სა და კოს­ტი­უ­მე­ბის გა­და­სა­ტა­ნად და გზა­ზე კი შვი­ლებს სკო­ლის­თვის ამე­ცა­დი­ნებ­დნენ, რად­გან ხში­რად უწევ­დათ გაც­დე­ნა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით მოს­კოვ­ში გა­და­სუ­ლი ას­ტე­მი­რი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში თა­მა­შობ­და სპექ­ტაკ­ლებ­ში, გა­მო­დი­ო­და კონ­ცერ­ტებ­ზე, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე წელ­ში გა­და­წყვი­ტა სოლო კა­რი­ე­რა და­ე­წყო.

და­წე­რა ორი­გი­ნა­ლუ­რი ლექ­სე­ბი, მე­ლო­დი­ე­ბი და თავ­და­პირ­ვე­ლად კერ­ძო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე გა­მო­დი­ო­და. ასე რომ, მას მეტი დრო და ენერ­გია ჰქონ­და შე­მოქ­მე­დე­ბის­თვის. მომ­ღე­რა­ლი სა­კუ­თარ ნა­მუ­შევ­რებ­ში ხში­რად ყვე­ბო­და პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის დე­ტა­ლებს: მა­გა­ლი­თად, მის რე­პერ­ტუ­არ­შია კომ­პო­ზი­ცია, რომ­ლე­ბიც ეძღვნე­ბა ყო­ფილ შეყ­ვა­რე­ბულს ლი­ა­ნას და მის ქა­ლიშ­ვილ სა­ფი­ნას. თა­ვის მე­ლო­დი­ებ­ში აერ­თი­ა­ნებს პო­პუ­ლა­რულ და ეთნო მუ­სი­კას.

ის რე­გუ­ლა­რუ­ლად გა­მო­დის კავ­კა­სი­უ­რი და რუ­სუ­ლი დი­ას­პო­რე­ბის წი­ნა­შე საფ­რან­გეთ­ში, ყა­ზა­ხეთ­ში, ბელ­გი­ა­ში, ავ­სტრი­ა­ში, -სა და ჩი­ნეთ­ში. აპა­ნა­სო­ვი სცე­ნა­ზე გა­მო­დის ჰი­ტე­ბის ქა­ვერ ვერ­სი­ით და ორი­გი­ნა­ლუ­რი კომ­პო­ზი­ცი­ე­ბი­თაც.

არ­ტის­ტის დის­კოგ­რა­ფი­ა­ში შე­დის სიმ­ღე­რე­ბი 13 ენა­ზე. ის ცდი­ლობს უცხო სი­ტყვე­ბი სრულ­ყო­ფი­ლად გა­მოთ­ქვას, რო­გორც ეს ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რის შემ­თხვე­ვა­შია. ამ­ბობს, რომ ყუ­რა­დღე­ბით სწავ­ლობს ტექსტს, შემ­დეგ კონ­სულ­ტა­ცი­ებს გა­დის იმ ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან, რა ენა­ზეც უნდა იმ­ღე­როს. არ­ტის­ტი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ კარგ მუ­სი­კას ეროვ­ნე­ბა არ აქვს.

ვრცლად