ვინ არის ლევან ლორთქიფანიძე? იცი, რამდენი წევრი ჰყავს გუნდს? ათასობით – ანა ბუჩუკური გახარიას გუნდიდან კიდევ ერთი წევრის წასვლაზე

გიორგი გახარიას გუნდი კიდევ ერთმა წევრმა დატოვა. პარტიიდან წავიდა ს ორგანიზაციის წარმომადგენელი ლევან ლორთქიფანიძე. მან მიზეზები სოციალურ ქსელში განმარტა. მისი განცხადებით, მიზეზი ბევრია – არაფრისმომცემი კავშირები, არაფრის კეთება და იმ პრინციპების ღალატი, რისთვისაც ეს პარტია შეიქმნა.
“მთავარ მიზანს წარმოადგენდა საქართველოს კეთილდღეობაზე ზრუნვა, რაც შემდგომში იქნა იგნორირებული და შესამჩნევი გახდა “ნაციონალურ მოძრაობასთან” გაიგივება,” – წერს ლევან ლორთქიფანიძე, რომელიც ევროკომისიის რეკომენდაციაზეც საუბრობს და ამბობს, რომ “დიდი წარმატება, რომელიც უკავშირდება ევროკომისიის დადებით რეკომენდაციას კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, რომელიც მმართველი პარტიის პრაგმატული პოლიტიკის დამსახურებაა. “მინდა, მოვუწოდო ყველას, რომ დროა, გვერდში დავუდგეთ პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიულ საქართველოს”, – წერს გახარიას გუნდის უკვე ყოფილი წევრი.
„ვინ არის ლევან ლორთქიფანიძე? იცი, რამდენი წევრი ჰყავს გუნდს? ათასობით. თქვენ არ იცით, რამდენი ადამიანი გვიერთდება. აბსოლუტურად ყველა ადამიანი, რომელიც Facebook-სტატუსებით ტოვებს პარტიას „საქართველოსთვის“, ყველას ტექსტი არის ერთი და იგივე. რატომ იცით? იმიტომ, რომ დამკვეთი არის ერთი,“ – აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”საქართველოსთვის” წევრი ანა ბუჩუკური.

ასევე დაგაინტერესებთ

კოალიცია, რომელიც ახლა იკრიბება და მე მას BRICS+-ს ვეძახი, აერთიანებს 60 ტრილიონის მოცულობის მშპ-ს. ეს კოალიცია დაგვამარცხებს, ეს მხოლოდ დროის ამბავია, ჩვენ დამარცხება გვიწერია და ამას ვერც კი ვხედავთ – პოლკოვნიკი ლოურენს უილკერსონი

პოლკოვნიკი ლოურენს უილკერსონი: საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კარგად განათლებულია და გესმით რა ხდება. ეს ქაოსი ამერიკის დამსახურებაა. ჩემი აზრით ეს ქაოსი საქართველოში ამერიკის ბრალია, თავი რომ გაგანებოთ ყველაფერი მოგვარდებოდა

ლოურენს უილკერსონი: მე ლონდონს ვაშინგტონის ფინიას ვეძახი, ეს სწორი შეფასება მგონია. ბრიტანეთი სულ მომწონდა, მაგრამ ბოლო დროს მათი შემხედველი დავფიქრდი – საერთოდ უნდა გამიხარდეს თუ არა ბრიტანეთზე საუბარი, ისინი ჩვენ ფინიად იქცნენ