ვინ არის კესტუტის ბუდრისი, რომ საქართველოს ელაპარაკებოდეს მკაცრი ტონისა და მოთხოვნის ენით, რა უფლებით. ეს არის ღია პოლიტიკური ზეწოლა და შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობა

ვინ არის კესტუტის ბუდრისი, რომ საქართველოს ელაპარაკებოდეს მკაცრი ტონისა და მოთხოვნის ენით, რა უფლებით. ეს არის ღია პოლიტიკური ზეწოლა და შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობა
ვინ არის კესტუტის ბუდრისი, რომ საქართველოს ელაპარაკებოდეს მკაცრი ტონისა და მოთხოვნის ენით, თითქოს ეს ქვეყანა მისი მეურვეობის ქვეშ იმყოფებოდეს? რა უფლებით, რა მანდატით და ვისი სახელით სვამს კითხვას, თუ როგორ ჩაატარებს სუვერენული სახელმწიფო არჩევნებს საკუთარ ტერიტორიაზე? ეს არის ღია პოლიტიკური ზეწოლა და შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობა – წერს „ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში. ნიკოლეიშვილის თქმით, საქართველო არ არის ვინმეს მორჩილი პროვინცია და არც საგამოცდო პოლიგონი უცხო პოლიტიკური ინტერესებისთვის ეს ყველა უცხოელმა უნდა შეიგნოს.
„ ვინ არის კესტუტის ბუდრისი, რომ საქართველოს ელაპარაკებოდეს მკაცრი ტონისა და მოთხოვნის ენით, თითქოს ეს ქვეყანა მისი მეურვეობის ქვეშ იმყოფებოდეს? რა უფლებით, რა მანდატით და ვისი სახელით სვამს კითხვას, თუ როგორ ჩაატარებს სუვერენული სახელმწიფო არჩევნებს საკუთარ ტერიტორიაზე? ეს არის ღია პოლიტიკური ზეწოლა და შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობა. ალბათ კიდევ უფრო საინტერესო იქნებოდა გაგვეგო, როდის და ვის მიერ მიენიჭა მას ასეთი ზედამხედველობითი ფუნქცია. ყოველ შემთხვევაში, საერთაშორისო ურთიერთობების პრაქტიკაში იშვიათად მიიჩნევა ნორმად, როდესაც სუვერენული სახელმწიფოს შიდა პოლიტიკური პროცესები უცხო პირების შეფასებისა და დაკითხვის საგნად იქცევა. საქართველო არ არის ვინმეს მორჩილი პროვინცია და არც საგამოცდო პოლიგონი უცხო პოლიტიკური ინტერესებისთვის ეს ყველა უცხოელმა უნდა შეიგნოს. თუმც ისიც უნდა ვაღიაროთ ვიდრე ქვეყანა არ გათავისუფლდება დღევანდელი ევროპელებისა და ევროკავშირის მიერ თავს მოხვეული ვალდებულებებისა და გარე კონტროლისგან, მათგან მსგავსი თავხედური ტონი ნორმად დარჩება.“ – წერს ნიკოლეიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ლაშხი ტატა ხვედელიანს: თუ პოლიტიკური კომენტარის გაკეთება გინდოდათ შეგეძლოთ და გამიკვირდა კიდეც, რომ არ დასვით და არ დაიცავით იმ ხალხის ინტერესი, რომელთაც, ალბათ, ახლა მესიჯი მოგწერეს, ჩუმად ზიხარო

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ, გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით, საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის ფარგლებში რიგით მერვე ეროვნული კონფერენცია გამართა