ვინ არის ბრიტანეთის ახალი პრემიერმინისტრი, კირ სტარმერი

4 ივლისს გაერთიანებული სამეფოს საყოველთაო არჩევნებში კონსერვატიული პარტიის 14-წლიანი მმართველობა დასრულდა და ხელისუფლებაში ლეიბორისტული პარტია კირ სტარმერის ხელმძღვანელობით მოვიდა.
რიში სუნაკმა დამარცხება აღიარა და თქვა, რომ ბრიტანელმა ხალხმა “გამომაფხიზლებელი განაჩენი გამოიტანა”. მან მარცხზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო. ბრიტანელი ამომრჩევლის მთავარ უკმაყოფილებას სოციალური პირობები წარმოადგენდა. თავის მხრივ, სტარმერმა ხალხის ცხოვრების სტანდარტის გაუმჯობესების პირობა დადო.
სტარმერის წარმომავლობა
კირ სტარმერი ყოფილი იურისტია, რომელსაც კრიმინალურ სამართალწარმოებაში გაწეული სამსახურისთვის რაინდის წოდება აქვს მინიჭებული. სტარმერის დედა ბრიტანეთის ჯანდაცვის სახელმწიფო სამსახურში ექთნად მუშაობდა, ხოლო მისი მამა “ხელსაწყოების გამკეთებელი” იყო. წინასაარჩევნო კამპანიის დროს სტარმერი აღწერდა, თუ როგორ ვერ იხდიდა მისი ოჯახი გადასახადებს და როგორ ვერ მოგზაურობდნენ ისინი საზღვარგარეთ.
ოჯახში სტარმერი პირველი წევრი იყო, რომელმაც უნივერსიტეტში ჩააბარა, რის შემდეგაც იგი მემარცხენე გაზეთ “სოციალისტურ ალტერნატივებში” მუშაობდა. მან ჯერ ლიდსის უნივერსიტეტში ჩააბარა, შემდეგ კი ერთი წლით ოქსფორდში სწავლობდა.
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მან ადვოკატად მუშაობა დაიწყო. 2008 წლიდან კი იგი ბრიტანეთის საჯარო ბრალდებათა დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა, რის ფარგლებშიც იგი სისხლის სამართლებრივი დევნის სამსახურს ჩაუდგა სათავეში. გაწეული სამსახურისთვის მას რაინდის წოდება 2014 წელს მიანიჭეს, ერთი წლის შემდეგ კი სტარმერმა კარიერა პოლიტიკაში დაიწყო.
პოლიტიკური კარიერის დასაწყისი
2015 წელს სტარმერი პარლამენტში ლონდონის ერთ-ერთი ოლქის წარმომადგენლად აირჩიეს და იგი ქვეყნის ოპოზიციაში “ჩრდილოვანი მინისტრი” გახდა. ამავდროულად, მას დაევალა, რომ Brexit-ის ფარგლებში ლეიბორისტული პარტიის პოზიციასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გაემართა.
სტარმერი ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის იდეას ეწინააღმდეგებოდა, თუმცა ლეიბორისტების ლურჯსაყელოიანი ამომრჩევლები ევროკავშირის დატოვების მომხრენი იყვნენ. შედეგად, პარტია შეჯერდა, რომ Brexit-ს არც მიემხრობოდა და არც შეეწინააღმდეგებოდა, და სანაცვლოდ მეორე რეფერენდუმის ჩატარებას მოითხოვდა.
ლეიბორისტული პარტიის სათავეში
2019 წელს ლეიბორისტების მწვავე მარცხის შემდეგ პარტიის სათავეში ჯერემი კორბინი კირ სტარმერმა ჩაანაცვლა, რომელმაც მიზნად დაისახა, რომ პარტია კვლავ “არჩევის ღირსი” გამხდარიყო.
ახალი სტრატეგიის ფარგლებში სტარმერი ცდილობდა, რომ პარტია გამოეყო ისეთი პირებისგან, რომლებიც მკვეთრად სოციალისტურ, მემარცხენე იდეებზე ჯიუტად იდგნენ. როდესაც ლეიბორისტულ პარტიაში არსებულ ანტისემიტიზმთან დაკავშირებით კვლევის შედეგებს კორბინმა “გადამეტებული” უწოდა, სტარმერმა იგი პარტიიდან დაითხოვა. “ზოგჯერ დაუნდობელი უნდა იყო, რათა კარგი ლიდერი იყო”. – განაცხადა სტარმერმა კორბინის პარტიიდან გაძევებასთან დაკავშირებით.
პოლიტიკურ სპექტრზე ცენტრიზმისკენ გადახრით სტარმერმა პარტიის გარდაქმნა დაიწყო, რასაც პარტიაშივე მემარცხენე წევრების მხრიდან კრიტიკაც მოჰყვა. თუმცა, სტარმერმა პირობა დადო, რომ ლეიბორისტულ პარტიაში კულტურულ ცვლილებას მოიტანდა და “ქვეყანას პარტიაზე წინ” დააყენებდა.
შედეგად, სტარმერმა რიგ ლეიბორისტულ დაპირებებზე დაიხია უკან, მათ შორის დაპირებებზე, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ლეიბორისტული პარტია საშემოსავლო გადასახადებს გაზრდიდა, უნივერსიტეტში სწავლის გადასახადებს გააუქმებდა და ბრიტანეთის საჯარო სამსახურების დიდ ნაწილს ისინი სახელმწიფო საკუთრებაში გადაიყვანდნენ. ამას გარდა, მან უკან წაიღო დაპირება, რომ ლეიბორისტული პარტია გარემოს დაცვის პოლიტიკაში ყოველწლიურად $35 მილიარდის ღირებულების ინვესტიციას ჩადებდა.
ლეიბორისტულ პარტიაში მყოფი ზოგიერთი კრიტიკოსი სტარმერის სტრატეგიას ოპორტუნისტულად მიიჩნევს. ბრიტანელი მილიარდერი ბიზნესმენის ჯონ კოდველის შეფასებით, “რაც კირ სტარმერმა გააკეთა ისაა, რომ მან ყველანაირი მემარცხენეობა ლეიბორისტული პარტიიდან ამოიღო”.
“მემარცხენე ფრთაზე ბევრი ადამიანი მას იმედების გაცრუებასა და სოციალისტური პრინციპების ღალატში ადანაშაულებს. და ბევრი ადამიანი მემარჯვენე ფრთაზე მას პოზიციების სწრაფ ცვლილებაში სდებს ბრალს”. – განაცხადა ლონდონში დედოფალი მერის უნივერსიტეტის პოლიტიკურმა მეცნიერმა ტიმ ბეილმა: “მაგრამ თუ მოსაგებად ეს არის საჭირო, მაშინ მგონი ეს სტარმერის თვისებებზე რაღაცას გვეუბნება. ის ყველაფერს გააკეთებს – და ყველაფერი გააკეთა – რათა ხელისუფლებაში მოსულიყო”.
საგარეო პოლიტიკა
1992 წლის შემდეგ წელს -სა და დიდ ბრიტანეთში არჩევნები ერთმანეთს პირველად ემთხვევა, შესაბამისად აშშ-გაერთიანებული სამეფოს ურთიერთობებში დიდი მნიშვნელობა აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებსაც ექნება.
სტარმერი დადებითად საუბრობდა პრეზიდენტ ჯო ბაიდენზე, განსაკუთრებით მის მიერ სამუშაო ადგილების შექმნასა და ქვეყნის შიდა ინდუსტრიაში გაკეთებულ ინვესტიციებთან დაკავშირებით. შესაბამისად, თუკი აშშ-ს პრეზიდენტი კვლავ იქნება, სტარმერი მისი ახლო მოკავშირე იქნება, ხოლო ს გამარჯვების შემთხვევაში სავარაუდოდ სტარმერთან ურთიერთობა ნაკლებად გულთბილი იქნება. თუმცა, სტარმერმა განაცხადა, რომ “მასთან ვიმუშავებთ, ვისაც აირჩევენ. ჩვენ აშშ-სთან განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს, რომელიც სცდება იმას, თუ ვინ არის პრეზიდენტი”.
საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით სტარმერმა განაცხადა, რომ ბრიტანეთი NATO-ს ძლიერ წევრად დარჩება, ხოლო ს წინააღმდეგ ომში ს დაეხმარება. ამასთანავე, სტარმერი ჰამასის წინააღმდეგ ს თავდაცვის უფლებას უჭერს მხარს, მაგრამ იგი ამავდროულად ჰამას-ისრაელის ომში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადების მოწოდებითაც გამოდის.
ლეიბორისტულ პარტიაში ამბობენ, რომ მათი მმართველობის დროს ბრიტანეთი უკრაინის სამხედრო, ფინანსურ, დიპლომატიურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას გააგრძელებს. პარტია ასევე ემხრობა უკრაინის NATO-ში გაწევრიანების იდეას. ამას გარდა, სტარმერს სურს, კონსერვატიული პარტიის მსგავსად, თავდაცვის ბიუჯეტი 2.5%-მდე გაზარდოს. შესაბამისად, არჩევნების შემდეგ ბრიტანეთის საგარეო პოლიტიკაში მკვეთრი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.