„ვინც რუსული დროშით და რუსული დამონებით შემოვა, ვერავინ გაიმარჯვებს“ – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ რუსული კანონის შემოტანა დამარცხების ყველაზე დიდი ნიშანია და ვინც რუსული დროშით და რუსული დამონებით შემოვა, ვერავინ გაიმარჯვებს.
აღნიშნული განცხადება პრეზიდენტმა პარლამენტის წინ, 9 აპრილის მემორიალთან გააკეთა.
„ამ დღის მნიშვნელობა არის ის, რომ ვერავნ ვერ დაემუქრება საქართველოს დამოუკიდებლობას, ვერავინ ვერაფერს ვერ გვიზამს და ის, რომ 8 აპრილს ვიღაცებმა გაბედეს და რუსული კანონი კიდევ ერთხელ შემოიტანეს, ესაა მათი დამარცხების ყველაზე დიდი ნიშანი.
ვერავინ, დღეს და ხვალ და ზეგ საქართველოში ვინც რუსული ნიშნით, რუსული დროშით და რუსული დამონებით შემოვა, ვერავინ ვერ გაიმარჯვებს!
მე არ ვიცი, რა იქნება დასავლეთის რეაგირება, ალბათ იქნება, მაგრამ აქ მთავარია ის, რომ ჩვენ ვიცოდეთ, რა გვინდა – გვინდა ის, რაც მოხდა 1989 წლის 9 აპრილს თუ გვინდა ის, რაც მოხდა 1991 წლის 9 აპრილს. არჩევანი საქართველოსთვის ესაა, ან დამოუკიდებლობა, ან დამონება. ან ევროპა, ან ,“ – განაცხადა მან.