ვინც პატივს სცემს საქართველოს, ქართველი ხალხის არჩევანს პირველ რიგში იმას ლანძღავენ

ვინც პატივს სცემს საქართველოს, ქართველი ხალხის არჩევანს პირველ რიგში იმას ლანძღავენ, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას.
„იყო ერთი ქვეყანა, რომელიც მხარს გვიჭერდა, შემდეგ გახდა ორი, ორივეს ლანძღავდნენ, ახლა გახდა ხუთი. ეს რას ნიშნავს იცით, სადაც შეუძლიათ მიიღონ ყოველგვარი კონტროლის გარეშე აბსოლუტურად დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები, ის ქვეყნები თამამად უჭერენ მხარს სიმართლეს. სადაც ყველაზე ნაკლებია დამოუკიდებლობის ხარისხი იმ მმართველების პირობებში, ვინც დღეს მართავს ამ ქვეყნებს, ისინი არიან უფრო მძაფრად და რადიკალურად განწყობილები საქართველოსა და ქართველი ხალხის არჩევანის მიმართ, თორემ ჩვენ მათთვის არაფერი დაგვიშავებია. შესაბამისად, ბალტიის ქვეყნები იმიტომ არიან უფრო აგრესიულები ჩვენ მიმართ, რომ იქ ყველაზე ნაკლებად არის დამოუკიდებლობა უზრუნველყოფილი მათი დღევანდელი მმართველების გამოისობით.
ბალტიის ქვეყნების დღევანდელი ხელისუფლებები ვერ უზრუნველყოფენ დამოუკიდებლობის იმ ელემენტარულ ხარისხსაც კი, რომ სანქციები არ დააწესონ ვიღაცების, არაფორმალური ჯგუფების გავლენით. აქედან გამომდინარე, ვიღაცას აქვს მაქსიმალური სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა და ისინი მხარს გვიჭერენ, ვიღაცას აბსოლუტურად განულებული აქვს ეს სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობის ხარისხი და ისინი აგრესიულები არიან. დღეს ხომ 5-ია, ვინც მხარს გვიჭერს, მომავალში უფრო ბევრი იქნებიან, მას შემდეგ, რაც -ში სიტუაცია შეიცვლება, ვგულისხმობ 20 იანვარს“, – აღნიშნა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა