„ვინც მაგინებთ, მელიას თემას ეგრევე მიშას თემა მოყვება გუშინდელ გადაცემაში,გადაახვიეთ და ნერვები დაიწყნარეთ…“ – ინგა გრიგოლია

28
ჟურნალისტი ინგა გრიგოლია:
„დიდი ხანია,არც ერთ გაავებულ რესპონდენტზე ან ამ სივრცეში დაწერილ არც ერთ კომენტარზე არ ვრეაგირებ,მაგრამ ეს უნდა დავწერო რა…
სააკაშვილზე რატომ არაფერი თქვი და მელიაზე რატომ თქვი,რომ სახალხო ტიპიაო.. დილიდან ვკითხულობ პრეტენზიებს.
არადა, ზუსტად იმავე გადაცემაში, სადაც მელიაზე ვყვებოდი როგორი ამოუწურავი რესურსის პატრონია და როგორ დადის სულ ხალხში,სააკაშვილზეც იგივე დოზით და იგივე შეფასებით ვისაუბრე, როგორ იქცა რევოლუციამდელი მიშა ყველაზე სახალხო ლიდერად იუსტიციის მინისტრობიდან გადადგომის შემდეგ, ოღონდ რატომღაც მხოლოდ მელია გაიგეს ჩასაფრებულებმა და მიშა ვერა…
ხოდა არის მთელი ამბავი…
არადა,ერთმანეთის მიყოლებით ვისაუბრე ორივეზე…
ამიტომ დავკარგე აზრი ვინმეს რამე ავუხსნა და ვინმეს რამეზე ვუპასუხო. ერთი გვარი გაიგეს ჩემგან ნათქვამი,მეორე ვერა, ვისაც არ უნდა დანახვა და მოსმენა,ის ვერასდროს დაინახავს და გაიგებს რამეს,ამაში უკვე დიდი ხანია დავრწმუნდი და ამიტომაც აღარ ვრეაგირებ არაფერზე…
ვინც მაგინებთ, მელიას თემას ეგრევე მიშას თემა მოყვება გუშინდელ გადაცემაში,გადაახვიეთ და ნერვები დაიწყნარეთ…
ან ეს სტატუსი რამ დამაწერინა,მაგრამ იყოს ..რავი“

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს