,, ვინც იტყვის, ქალები სუსტები არიანო, მოუყევით ორი ქალი ჟურნალისტის შესახებ” – ბექა ყორშია

ჟურნალისტი :
,,ნანუკა ჟორჟოლიანმა უმძიმესი და ურთულესი “ბუღალტერია” აიღო თავის თავზე, მაგრამ შეიძლება, ეს მისი პიროვნული გადაწყვეტილება სულაც არ ყოფილა და ბუნებრივად მოუწია ასე. ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.
ციხის გარეთ მყოფთაგან ამ პროტესტისთვის არავის იმხელა ინდივიდუალური ძალისხმევა არ გაუწევია, რამხელაც ნანუკამ გასწია. ლობიანებით დაწყებული პოლიტპატიმრების ოჯახების დახმარებით დამთავრებული. ძალიან გრძელი სიაა და არ ჩამომათვლევინოთ, ისედაც ყველამ კარგად იცით მისი კონტრიბუციის შესახებ.
ვინც იტყვის, ქალები სუსტები არიანო, თუ საერთოდ ღირს ასეთ ადამიანთან ლაპარაკის გაგრძელება, მოუყევით ორი ქალი ჟურნალისტის შესახებ. ერთი ციხეშია, მეორე – გარეთ, მაგრამ დღეს აპირებენ სახლში ჩხრეკაზე მიაკითხონ და ჯერ არ ვიცით, რას ხარშავს მათი მახინჯი გონება.
ნანუკა ჟორჟოლიანი, ახლა შენ გჭირდება ჩვენი თანადგომა და იცოდე, შენთან ვართ “