საქართველოს ნაკრებისა და “კარლსრუეს” ფორვარდმა ბუდუ ზივზივაძემ ქართველ გულშემატკივრებს მიმართა.
მოგეხსენებათ, 2024 წლის ევროპის ჩემპიონატი, რომელიც სტარტს 14 ივნისს აიღებს, გერმანიაში გაიმართება.
ბუდუმ ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ქომაგები, რომლებიც გერმანიაში სასტუმროს ვერ იშოვიან, საკუთარ სახლში პირადად მიიღებს.
“ვინც გერმანიაში სასტუმროს ვერ იშოვით, ჩემთან, სახლში გეპატიჟებით”, – განაცხადა ზივზივაძემ ჟურნალისტებთან.