“ვინც გასაშვებია, ყველას გავუშვებთ” – კალაძე რეპრესიებს აანონსებს და რეპრესიებს უარჰყოფს

ვინც გასაშვებია, ყველას გავუშვებთ, – ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას მერიიდან თანამშრომლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით.
როდის გაგიგიათ, რომ აქციის გამო, ჩვენ ვინმე გაგვეშვას? ყველაზე კარგი მაგალითი არის ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენელი, რომელიც დედაქალაქის მერიაში მუშაობს. პოლიტიკური ნიშნით რომ მნდომებოდა, მაგ ადამიანსაც გავუშვებდით. ჩვენ არანაირი პოლიტიკური ნიშნით საზოგადოებას არ ვყოფთ, მითუმეტეს თანამშრომლებს. არც ლანა ქარდავა ვიცი, ვინც გასაშვებია, ყველას გავუშვებთ. ხელშეკრულება როდესაც სრულდება, ვიღებთ გადაწყვეტილებას, ან ვუგრძელებთ ან არა“, – განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, თბილისის მერიის მედიის ურთიერთობის სამსახურის ყოფილი თანამშრომლები, თაია მახარაშვილი და ლანა ქარდავა აცხადებენ, რომ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას