ვინც ადამიანზე ხელს აღმართავს, არის ღვთის გმობა, ვთქვი ქადაგებაში და დავგმე კიდევაც… ყოველ ღამე ვლოცულობ და ერთი წუთი არ მძინებია ჩემი ერისთვის – დეკანოზი შალვა კეკელია

ვინც ადამიანზე ხელს აღმართავს, არის ღვთის გმობა, ვთქვი ქადაგებაში და დავგმე კიდევაც… ყოველ ღამე ვლოცულობ და ერთი წუთი არ მძინებია ჩემი ერისთვის – დეკანოზი შალვა კეკელია
ჭავჭავაძის გამზირზე შეკრებილი აქციის მონაწილეები იქ მისულ სასულიერო პირებს, ხალხის გვერდით დგომისკენ მოუწოდებენ. ადგილზე იმყოფება მამა შალვა კეკელიაც, რომელსაც მოქალაქეებმა “ოცნების” პროპაგანდისგან გამიჯვნა სთხოვეს: “იესო დაწვეს? რას ატყუებთ ხალხს? თქვენ ხართ მატყუარები, თქვენ ხალხის გვერდით უნდა იდგეთ” – მიმართა მოქალაქემ სასულიერო პირს.
ადგილზე სიტყვიერი დაპირისპირებაა. მამა შალვა კეკელია ამბობს, რომ გმობს ძალადობას –
“ვაპროტესტებთ, საშინელებაა, ადამიანის ცემაზე ცუდი არაფერი არაა, ვინც ადამიანზე ხელს აღმართავს, არის ღვთის გმობა, ვთქვი ქადაგებაში და დავგმე კიდევაც… ყოველ ღამე ვლოცულობ და ერთი წუთი არ მძინებია ჩემი ერისთვის. მერე რომ დასჭირდებათ მღვდელი, ისევ ჩვენ გვეძახიან, რო გარდაეცვლებათ შვილი ვინ უნდა მივიდეს ამ ხალხთან? გაგვანადგურეთ მაშინ, ეგ იყო კომუნისტების დროს, გვანადგურებდით მღვდლებს, რატო გვიყვირივართ ეკლესიას… ” ამბობს სასულიერო პირი.(მთავარი არხი)

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: ქვემოთ მომყავს იმის დამადასტურებელი სურათი, რომ მართლაც მხოლო 95 ადამიანმა მოიწონა, არა და “იმედში” 500 კაცი მუშაობს, ხოლო მთელ ჰოლდინგში ათსზე მეტი. ამაზე სამარცხვინო ამბავი რა უნდა შეგემთხვეს?

მეუფე იაკობი: თან გვაბრალებენ… ისევე, როგორც ეკლესიას რუსობას გვაბრალებენ, თვითონ არიან რუსებიც და ყველაფერი თვითონ არიან, რასაც გვაბრალებენ. ქრისტიანები თუ ხართ ხელისუფლებაში, შერიგებაზე ვიფიქროთ…