ვინისიუსმა “რეალს” ხელფასის მნიშვნელოვნად გაზრდა მოსთხოვა

Cadena SER-ის ცნობით, ვინისიუსს უნდა “რეალმა” ხელფასი 25 მილიონ ევრომდე მოუმატოს (ხელზე აღებით), მისმა აგენტმა კი მადრიდულ კლუბთან რამდენიმე შეხვედრა გამართა.
თუ ბრაზილიელმა ამას მიაღწია, გუნდში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება და კილიან მბაპეზე და ჯუდ ბელინგემზე 10 მილიონზე მეტს აიღებს. “რეალმა” ვინისიუსს უარი უთხრა, თუმცა მოლაპარაკებები გრძელდება.
“სამეფო კლუბში” მიაჩნიათ, რომ თუ ვინისიუსს მოთხოვნა დაუკმაყოფილეს, მბაპე და ბელინგემი გასამრჯელოს გაზრდას მოითხოვენ. ჟურნალისტ ანტონიო რომეროს აზრით, ვინისიუსს მოთხოვნას არ დაუკმაყოფილებენ.
ასეთ შემთხვევაში მან შეიძლება კარიერა ს რომელიმე კლუბში გააგრძელოს.