“ვინისიუსი გაძევებას არ იმსახურებდა, გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ”- კარლო ანჩელოტი

ლა ლიგის მე-19 ტურში “რეალმა” “ვალენსია” გასვლაზე 2:1 დაამარცხა. 79-ე წუთზე „რეალი“ რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა – ვინისიუსმა მეკარე დიმიტრიევსკის უკნიდან ხელი ჰკრა, წააქცია და არბიტრმა ვიდეოგამეორების ნახვის მერე ბრაზილიელი გააძევა.
მატჩის შემდეგ ამ ინციდენტის შესახებ “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ ისაუბრა.
“ჩვენ ვფიქრობთ, რომ ვინისიუსი წითელ ბარათს არ იმსახურებდა. ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ. არ ვიცი საჩივარს დაგვიკმაყოფილებენ თუ არა. სამართლიანად გავიმარჯვეთ, პირველ ტაიმში ძალიან ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოგება გვეკუთვნოდა”, – განაცხადა ანჩელოტიმ
როგორც ესპანურ პრესაში წერენ, ვინისიუსს 4-დან 12 მატჩამდე დისკვალიფიკაცია
ემუქრება.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში