ვინაიდან არც პრეცედენტი ყოფილა და პრეცედენტი რომ ყოფილიყო, სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ესე იგი ვიზალიბერალიზაციის შეჩერება არის გამორიცხული

ვინაიდან არც პრეცედენტი ყოფილა და პრეცედენტი რომ ყოფილიყო, სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ესე იგი ვიზალიბერალიზაციის შეჩერება არის გამორიცხული, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მ.
„საკითხის დაყენება ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით იმდენად სპეკულაციურია, რომ გარდა იმ ვერსიისა, რაც ბუნებაში არსებობს, სხვა საფუძველი, თუ საბაბი ამას არ აქვს. ეს ვერსია მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოდან „ნაცაგენტურის“ წარმომადგენლები იხვეწებიან, რომ არანაირი მაშველი რგოლი, არც ზელენსკის სანქციები, არც სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერება -ის მხრიდან არ არის იმდენად ღირებული მათთვის, რამდენად ღირებულიც შეიძლება იყოს ვციტირებ – საუბრის დაწყებაც კი ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე. მათ იციან, რომ ოთხი სამართლებრივი საფუძველიდან ბუნებაში არცერთი არსებობს ფიზიკურად. საქართველოსთან დაკავშირებით მითუმეტეს არ არსებობს, ასეთი პრეცედენტი ჯერ არ ყოფილა.
ვინაიდან არც პრეცედენტი ყოფილა და პრეცედენტი რომ ყოფილიყო, სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ესე იგი ვიზალიბერალიზაციის შეჩერება არის გამორიცხული. საუბრის დაწყებას წინ არაფერი უდგას და ამას მიიჩნევენ ისინი [ოპოზიცია] მაშველ რგოლად, რომ საქართველოში მოასწრონ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ინაუგურაციამდე სიტუაციის ადუღება. ამას ემსახურება საუბრის დაწყების მოთხოვნა და მიზანი. რამდენად სპეკულაციურია, ყველა ხვდება“, – აღნიშნა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

სტიქიის ზონაში აქტიურ რეჟიმში გრძელდება სამუშაოები, ვითარება კვლავაც საკმაოდ რთულია, ერთ-ერთი კრიტიკული მონაკვეთი იყო სოფელ შრომამდე მოსასვლელი გზა, რომელიც მაშველებმა ღამის განმავლობაში მთლიანად გაწმინდეს

თავის დროზე ოპოზიცია აქტიურ კამპანიას აწარმოებდა სანქციებთან დაკავშირებით, თუმცა საბოლოო ჯამში მოუწიათ უკან დახევა, მათ შორის, გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოებას ჰქონდა განსხვავებული დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ

არ შეიძლება NGO-ები და მათი დაფინანსება იყოს გამოყენებული, როგორც ქვეყანაში პოლიტიკური ინტერვენციის მექანიზმი, შესაბამისად, „ფარას“ ზუსტი ანალოგი კანონის მიღებას საქართველოში ალტერნატივა არ აქვს