ვიმეორებ, ეს შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან – ბორელი რუსულ კანონზე

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, რუსული კანონი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო, ევროკავშირის ღირებულებებთან შეუთავსებელია.
ამის შესახებ ბორელმა დღეს, 22 აპრილს, ლუქსემბურგში საგარეო საქმეთა საბჭოს შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ბორელის თქმით, საბჭოზე ერთ-ერთი განსახილველი საკითხი საქართველოში შექმნილი სიტუაცია იყო. მისი თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეშფოთება გამოხატეს რუსული კანონის გამო.
ბორელმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მთავრობამ არ შეასრულა ვალდებულება, როცა 1 წლის წინ უკან გაწვეული რუსული კანონი ისევ დააბრუნა.
„მე და ევროკომისარმა ვარჰეიმ გამოვაქვეყნეთ განცხადება გასულ კვირას, რომელშიც ხაზი გავუსვით, რომ ეს კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან. მე ვიმეორებ, ეს კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა და დასძინა, რომ ევროკომისიამ უნდა წარადგინოს ყოველწლიური ანგარიში და ძალიან შემაშფოთებელია, რომ რუსული კანონი ვართ პარლამენტში დაბრუნდა.

ასევე დაგაინტერესებთ