ვიმედოვნებთ, საქართველო ევროკავშირის გზას დაუბრუნდება, ახლა ყველაფერი თქვენზეა – რუტე

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის, მარკ რუტეს განცხადებით, ევროკავშირში იმედოვნებენ, რომ საქართველოს ევროპულ გზაზე დაბრუნდება.
ამის შესახებ მან დღეს, 27 ივნისს, ბრიუსელში ევროპული საბჭოს სამიტის დაწყებამდე განაცხადა, სადაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები საქართველოს საკითხსაც განიხილავენ.
როგორც მარკ რუტე ამბობს, ახლა ევროკავშირში ელოდებიან, რას იზამს საქართველოს მთავრობა.
„შესაძლოა, [საქართველოში არსებული სიტუაცია] მოკლედ განვიხილოთ [ევროპული საბჭოს სამიტზე], მაგრამ მე ვღელავ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ბოლო გადაწყვეტილებების გამო. მე მოკლედ ვესაუბრე პრეზიდენტს [სალომე ზურაბიშვილს]. ვფიქრობ ის შესანიშნავი ლიდერია, მაგრამ მან ვერ შეძლო [რუსული კანონის შეჩერება], სამწუხაროდ, პარლამენტმა ვეტო დაძლია.
რა თქმა უნდა ჩვენ ველოდებით და ვიმედოვნებთ, რომ საქართველო ევროკავშირის გზას დაუბრუნდება. ახლა ჩვენ ველოდებით [რას იზამს] საქართველო მთავრობა, ახლა თქვენზეა დამოკიდებული“, – განაცხადა მარკ რუტემ.