ვიმედოვნებთ, კონსტრუქციულად უპასუხებს – ერდოღანი ცეცხლის 30 დღით შეწყვეტაზე

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მხარი დაუჭირა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას, რომელზეც და საუდის არაბეთში გამართულ მოლაპარაკებებზე შეთანხმდნენ.
ერდოღანმა უკრაინის გადაწყვეტილებას, რომ ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმდეს „პოზიტიური და მნიშვნელოვანი“ უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ ამას რუსეთისგან კონსტრუქციული პასუხი მოჰყვება.
ამის შესახებ მან 12 მარტს, ანკარაში პოლონეთის პრემიერ-მინისტრთან, დონალდ ტუსკთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ახლა ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამ ნაბიჯს კონსტრუქციულად უპასუხებს“, – განაცხადა ერდოღანმა.
ამასთან, თურქეთის პრეზიდენტმა დაადასტურა ანკარის მზადყოფნა ხელი შეუწყოს კიევსა და მოსკოვს შორის პოტენციურ მოლაპარაკებებს, რათა „ნებისმიერი წვლილი შეიტანოს სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებაში“.
11 მარტს საუდის არაბეთში გამართული შეხვედრის შემდეგ დათანხმდა ცეცხლის დაუყოვნებლივ 30-დღიან შეწყვეტას, თუ რუსეთიც იგივე ნაბიჯს გადადგამს.
-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, ახლა ბურთი რუსეთის მოედანზეა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი: ჩვენ დავიწყეთ ამ ყველაფერზე საუბარი, რასაც დღეს იმეორებს შეერთებული შტატების ადმინისტრაცია. რა თქმა უნდა, ველოდით რაღაც ტიპის გზავნილებს ჩვენი მისამართით, რომელიც რატომღაც იგვიანებს

მერაბ მეტრეველი: ბოლოს და ბოლოს, თუ ასე გწყუროდათ დებატები, თქვენს ტელევიზებში მოგეწვიათ ოპოზიციონერები და დამსხდადირიყავით მათთან სადისკუსიოდ. თუ თქვენს ტელევიზებსაც გვარამია მართავდა?