ვილოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების გაცვლის მორიგი ეტაპი შედგა

უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების გაცვლის მორიგი ეტაპი შედგა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, მიმდინარე კვირაში ეს ტყვეების გაცვლის მეოთხე ეტაპია.
„ბევრი მათგანი, რომელიც დღეს ში დაბრუნდა, ტყვეობაში 2022 წლიდან იყო. ისინი შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიის, სასაზღვრო სამსახურისა და სახელმწიფო სპეციალური სატრანსპორტო სამსახურის მებრძოლები არიან“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.
მისი თქმით, უკრაინა ს ტყვეობაში მყოფი ყველა უკრაინელის დასაბრუნებლად მუშაობას აგრძელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ერთ-ერთი დაკავებულის, სულხან ტუღუშის ადვოკატი – მოსამართლეს და მის მიდგომას რომ ვუყურებდი, ნათელი იყო, რომ პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებდა

4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული გენადი კუპრეიშვილი მოსამართლეს – დედა მყავს პენსიონერი, ბანკიდან გამოტანილი აქვს ფული, რომელსაც მე ვიხდი – თუ არ გადავიხადე, პენსიიდან ჩამოაჭრიან და ფულის გარეშე რჩება