ვილი სანიოლი: კვირკველია თურქეთთან შეხვედრისთვის მზადაა, კიტეიშვილი – არა

ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში, თურქეთთან მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:
“ფინალის შემდეგ ეიფორიიდან გამოსვლა რთული იყო და მუშაობა ამაზე გვიწევდა. როცა შეკრება დავიწყეთ, გუნდში ფიზიკურად იდეალური სიტუაცია არ იყო, თუმცა საბოლოოდ ამას მივაღწიეთ. კვირკველია თურქეთთან შეხვედრისთვის მზადაა, კიტეიშვილი – არა.
ამ დონეზე ეს ჩვენი პირველი მატჩია, მაგრამ სასურველი შედეგის მისაღწევად ყველაფერს გავიღებთ!.. არ აქვს მნიშვნელობა ცენტრში ითამაშებს თუ მარცხნივ, ის გუნდისთვის ძალიან სასარგებლო მოთამაშეა. ხვიჩა ძალიან მოტივირებულია, ის ახლა მთლიანად ნაკრებსა და ევროპის
ჩემპიონატზე ფიქრობს და არა საკლუბო მომავალზე”.
sportall.ge მადლობას უხდის საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას მხარდაჭერისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ