“ვილიარეალი” 30 მილიონს იხდის, მაგრამ ბოლოს შესაძლოა, პრემიერლიგაში აღმოჩნდეს” – რას წერს ცნობილი ფრანგული გამოცემა მიქაუტაძეზე

გუშინ, 27 აგვისტოს, ცნობილმა სატრანსფერო ექსპერტმა საშა ტავოლიერიმ გაავრცელა ინფორმაცია, რომ “ვილიარეალი” “ლიონის” ფორვარდის, გიორგი მიქაუტაძის დამატებით ინტერესდება.
აღნიშნული ინფორმაცია ფრანგულმა გამოცემა Footmercato-მაც დაადასტურა და აღნიშნა, რომ ქართველი ფორვარდი შესაძლოა, არა ლა ლიგაში, არამედ პრემიერლიგაში აღმოჩნდეს.
“ჩვენი ინფორმაციით, “ლიონის” მენეჯმენტი მალე მიქაუტაძის თაობაზე სარფიან შეთავაზებას მიიღებს. “ვილიარეალი” ჟორჟის შეძენით სერიოზულადაა დაინტერესებული და მზადაა “ლიონს” 30 მილიონი ევრო შესთავაზოს. “ყვითელმა წყალქვეშა ნავმა” ამ ზაფხულს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი მათ შორის ალექს ბაენა, ასევე შემტევები იერნო ბარნი და იერემი პინო გაასხვისა. ეს უკანასკნელი “კრისტალ პალასში” 50 მილიონ ევროდ გადადის, რაც “ვილიარეალს” აძლევს საშუალებას, რომ შემადგენლობა გააძლიეროს. ლა ლიგაში გადასვლის წინააღმდეგი არც ქართველი ფეხბურთელია.
რაც შეეხება “ლიონს”, კლუბი ჟორჟის მარტივად გაყიდვას არ აპირებს. 24 წლის ფორვარდის სანაცვლოდ, რომელმაც ლიგა 1-ის საწყის ორ მატჩში 1 გოლი გაიტანა, ფრანგები დიდ თანხას მოითხოვენ. ჩვენი ინფორმაციით, მიქაუტაძისთვის ბრძოლაში “ბრენტფორდიც” ჩაერთო, ფრანგულ კლუბს სატრანსფერო ფანჯრის ბოლოს ცხელი დღეები ელის”, – წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, მიქაუტაძე “ლიონმა” გასულ წელს, “მეციდან”, დაახლოებით 20 მილიონ ევროდ შეიძინა.
“პორტოს” “არსენალის” მცველების დამატება სურს – რას ითხოვენ “მეთოფეები”?
“რეალმა” ტონი კროოსის შემცვლელს “კრისტალ პალასში” მიაგნო – “არწივები” 80 მილიონს ითხოვენ
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
ოფიციალური შეთავაზება გაგზავნილია – მიქაუტაძე შესაძლოა, ამავე სეზონში ჩემპიონთა ლიგასა და ცნობილ ესპანურ კლუბში ვიხილოთ
“ნაპოლის” სუდაკოვისთვის ბრძოლაში კონკურენტი გამოუჩნდა – გადაწყვეტილება ფეხბურთელმა უნდა მიიღოს
“ნაპოლიში” გადასვლასთან ახლოს ვიყავი, თუმცა შემდეგ ემერიმ დამირეკა და…” – ნიკოლას პეპემ “არსენალში” ტრანსფერი გაიხსენა
“ნაპოლის” მცველი შეიძლება ლა ლიგაში დაბრუნდეს
“ეს უბრალოდ დროის საკითხია”- გვარდიოლამ “ბრენტფორდის” მთავარ მწვრთნელზე ისაუბრა
უკრაინელი თავდამსხმელი “ვილიარეალში” არ გადავა, რომელიც მიქაუტაძის შეძენას ცდილობს
“არსენალმა” “ტოტენჰემს” მთავარი სატრანსფერო სამიზნე წაართვა – ეზეს მომავალი გაირკვა
კელეჰერი წავიდა, მაგრამ პრემიერ ლიგაში დარჩა – “ლივერპულის” კარს შემდეგ სეზონში მამარდაშვილი და ალისონი დაიცავენ
მატჩის დღე! განაცხადში არაა
“ტოტენჰემი” სავინიოს სანაცვლოდ 80 მილიონს იხდის – რას გადაწყვეტს “მანჩესტერ სიტი”?
ჯორდან ჰენდერსონი პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
“რეალმა” ტონი კროოსის შემცვლელს “კრისტალ პალასში” მიაგნო – “არწივები” 80 მილიონს ითხოვენ
“ტოტენჰემს” ახალი მწვრთნელი ჰყავს – ლონდონელებმა პოსტეკოღლუს შემცვლელი მალევე იპოვნეს
“ლიონი” – “მეცი”. სამივე ქართველი სასტარტოშია
[VIDEO] სამი გიორგი ლიგა 1-ის მატჩში – “ლიონმა” “მეცს” მოუგო
“ამაყი ვარ, რომ ლიგა 1-ში გხედავთ, ძმებო” – მიქაუტაძემ წიტაიშვილს და აბუაშვილს მიმართა
მამარდაშვილის “ვალენსიამ” “ვილიარეალთან” ფრეს მიაღწია და ბოლო სამ მატჩში დაუმარცხებელია [VIDEO]
კლუბები შეთანხმდნენ – “იუნაიტედი” “ბრენტფორდის” შემტევს 70 მილიონ ევროდ იმატებს
“გვარდიოლა ამ ფეხბურთელის დამატებაზე ოცნებობს” – ფაბრიციო რომანო