ვითარება უკრაინისთვის სავალალოა, ზელენსკის შეუძლია, ჰქონდეს მშვიდობა ან შეუძლია, იბრძოლოს კიდევ სამი წელი, ვიდრე მთელ ქვეყანას დაკარგავს – დონალდ ტრამპი

ვითარება უკრაინისთვის სავალალოა, ზელენსკის შეუძლია, ჰქონდეს მშვიდობა ან შეუძლია, იბრძოლოს კიდევ სამი წელი, ვიდრე მთელ ქვეყანას დაკარგავს –
ვითარება უკრაინისთვის სავალალოა, ზელენსკის შეუძლია, ჰქონდეს მშვიდობა ან შეუძლია, იბრძოლოს კიდევ სამი წელი, ვიდრე მთელ ქვეყანას დაკარგავს, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა.
როგორც დონალდ ტრამპი წერს, ს წამქეზებლური განცხადებები ართულებს ამ ომის მოგვარებას.
„უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „უოლ სთრით ჯორნალის“ პირველ გვერდზე ტრაბახობს, რომ „ ლეგალურად არ ცნობს ს ოკუპაციას. აქ სასაუბრო არაფერია“. ეს განცხადება ძალიან საზიანოა რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის, რამდენადაც ყირიმი მრავალი წლის წინ დაიკარგა ბარაქ ჰუსეინ ობამას ეგიდის ქვეშ და განხილვის საგანი არაა. არავინ სთხოვს ზელენსკის ყირიმის ს ტერიტორიად აღიარებას, მაგრამ მას ყირიმი თუ სურს, რატომ არ იბრძოდნენ მისთვის 11 წლის წინ, როდესაც ის რუსეთს გასროლის გარეშე გადაეცა? ამ ტერიტორიაზე, ბევრი წლით ადრე, ვიდრე „ობამა გადასცემდა“, მნიშვნელოვანი რუსული წყალქვეშა ხომალდების ბაზა იყო. ზელენსკის წამქეზებლური განცხადებები ართულებს ამ ომის მოგვარებას. მას არაფერი აქვს სატრაბახო. ვითარება უკრაინისთვის სავალალოა – მას შეუძლია, ჰქონდეს მშვიდობა ან შეუძლია, იბრძოლოს კიდევ სამი წელი, ვიდრე მთელ ქვეყანას დაკარგავს. მე რუსეთთან არავითარი ურთიერთობა არ მაქვს, მაგრამ მაქვს სურვილი, გადავარჩინო საშუალოდ ხუთი ათასამდე რუსი და უკრაინელი სამხედრო ყოველკვირეულად, რომლებიც უმიზეზოდ იღუპებიან.
ზელენსკის მიერ დღეს გაკეთებული განცხადება არაფერს მოიტანს, გარდა „სიკვდილის ველის“ გახანგრძლივებისა და ეს არავის სურს. ჩვენ ძალიან ახლოს ვართ შეთანხმებასთან, მაგრამ ადამიანმა, რომელსაც არ აქვს კარგი კარტი, ბოლოს და ბოლოს უნდა გააკეთოს ეს. მოუთმენლად ველოდები შესაძლებლობას, დავეხმარო უკრაინასა და რუსეთს, თავი დააღწიონ ამ სრულიად აბსოლუტურ უბედურებას, რომელიც არასდროს დაიწყებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი“, – წერს დონალდ ტრამპი.
1tv.ge