ვითარება უკრაინაში – ომის 656-ე დღე კიევში აფეთქებების ფონზე გათენდა

ომის 656-ე დღე უკრაინის დედაქალაქში აფეთქებების ფონზე გათენდა. ბოლო თვეების განმავლობაში, კიევზე პირველი დიდი თავდასხმა რუსეთის არმიამ შაჰედის დრონების გარდა, ბალისტიკური რაკეტებითაც განახორციელა. საჰაერო თავდაცვამ 8 რაკეტა და 18 დრონი გაანადგურა. მოგერიებული რაკეტების ნამსხვრევები კი დარნიცკისა და გოლოსივსკის რაიონებში ჩამოვარდა, დაშავდა 4 ადამიანი.
იერიშები იყო სუმის ოლქსა და ხარკოვის 18 დასახლებაზეც. ხერსონში, თავდასხმის შედეგად, 2 მშვიდობიანი მოქალაქე დაიჭრა.
ვითარება უკიდურესად მძიმეა ფრონტის ხაზზე, სადაც, ბოლო 24 საათში, 98 საბრძოლო შეტაკება მოხდა. კრიტიკული მდგომარეობაა ავდიივკაში. იქ, უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, მათმა მეომრებმა ყველაზე მეტი – 82 შეტევა მოიგერიეს.
ფრონტზე კრიტიკულ ვითარებას ამერიკის ომის შემსწავლელი ინსტიტუტის მიერ გავრცელებული ბოლო მონაცემებიც ადასტურებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, რუსეთის ჯარებმა ავდიივკადან სამ კილომეტრში მდებარე დასახლებულ პუნქტ სტეპოვოსთან წინ წაიწიეს.
ბრძოლის ველზე წინსვლის შესახებ სამხედროებთან არაოფიციალურ გარემოში შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტმაც ისაუბრა.
ბრძოლას პოლიტიკურ ველზეც განაგრძობს და პარტნიორებისგან შემცირებული მხარდაჭერის აღდგენაზე მუშაობს. ხვალ -ში ჩავა და ეცდება, მთავარი სტრატეგიული პარტნიორი კრიტიკულ მომენტში ამერიკის მხარდაჭერის გაგრძელების აუცილებლობაში დაარწმუნოს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ, ოპოზიციისგან საბოტაჟი არასდროს გვიკვირდა და ამ შემთხვევაშიც ერთგვარი საბოტაჟის მცდელობაც არ არის გასაკვირი

გურამ მაჭარაშვილი: სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და დარწმუნებული ვარ, რომ არათუ თუ ჰელსინკის კომისია, ვერცერთი კომისია ვერაფერს დააკლებს საქართველოს, თუ ჩვენ ვიდგებით სწორ პოზიციაზე

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს