ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო – სარჯველაძე პატრიარქზე

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძეჯანდაცვის სამინისტროივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა. სარჯველაძის განცხადებით, ილია მეორის ჰემოდინამიკის შენარჩუნება ამ ეტაპზე მედიკამეტების გარეშე ვერ ხერხდება.
“ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო. იმის გათვალისიწნებით, რომ ჰემოდინამიკის დასტაბილურებამდე კიდევ ბევრი გზა გვაქვს გასავლელი. ეს არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ამ წუთას, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პარამეტრები სტაბილურად იქნეს შენარჩუენბული, რაც ახლა მედიკამენტოზურად არის შენარჩუნებული. რა თქმა უნდა, დაკვირვების ქვეშაა, ინტესიურად მიმდიანრეობს მეთვალყურეობა და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღიდგინოს ყველა ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პარამეტრი, რომელიც მნიშვნელოვანია მისი ჯანმრთელობისთვის” – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ჯანმრთელობის გაუარესების გამო, კათალიკოს-პატრიარქი კლინიკაშია გადაყვანილი
ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ღამით კათოლიკოს-პატრიარქი კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყავნეს. კლინიკის წარმომადგენელის განცხადებით, მას კუჭიდან მასიური სისხდენა აღენიშნებოდა. ილია მეორე რეანიმაციაში იმყოფება.
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა 17 მარტს დილით განცხადება გაავრცელა, სადაც წერდა, რომ პატრიარქის მდგომარეობა “პრობლემურია, თუმცა, სტაბილური”.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – შეიძლება, მარკო რუბიომ მოსინჯა, საქართველო რამდენად და რა ფორმით იქნება მზად, ლოგისტიკური პრობლემების გადაწყვეტაში დაეხმაროს, ირანის ელჩმა კი, ფაქტობრივად, ომი გამოგვიცხადა – არ მაქვს იმედი, რომ ხელისუფლებას რეაგირება ექნება