ვითარება ბათუმში შტორმის შემდეგ (ვიდეო)

“ზღვისპირა ზოლში, ბულვარში შემოიტანა ნაყარი, ახალი ბულვარი დააზიანა მხოლოდ, ძველ ბულვარში საერთოდ არ შემოსულა, ზღვისპირა ზოლში გაკეთებული სარბენი ბილიკი ჩამოიშალა დაახლოებით 400 მეტრზე. ზღვამ გამოუთხარა ძირი და ჩაინგრა. სარფში საბაჟოზე მისასვლელ სავალ ნაწილამდე არ არის მისული, მაგრამ მიწა ნაწილობრივ გამოღებული აქვს. მოსახლეობას არავითარი ზარალი არ მიუღია. ამ დროისათვის შტორმი დაკლებულია და მთლინად კონტროლირებადია სიტუაცია. ჩემი ინფორმაციით, ამინდის გაუმჯობესებას ვარაუდობენ”,– აცხადებს ხუსეინ სირაბიძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

მისივე თქმით, შტორმის სიმძლავრე 5- დან 6 ბალამდე მერყეობდა. მერიის სახანძრო დაცვისა და საგანგებო სიტუაციების სამსახური უფროსი აცხადებს, რომ ქალაქში არსებული სავალი გზები სრულად გაწმენდილია და ამ დროისათვის არხების გაწმენდა მიმდინარეობს სანიაღვრე მილების დასაცლელად. მერიის სამსახურები ასევე  შტორმის დაკლებას ელოდებიან, რათა ბულვარის ტერიტორია გაიწმინდოს.

ასევე დაგაინტერესებთ

ფრიდრიხ მერცი – სამშაბათს ვაშინგტონში ტრამპს შევხვდები – მჭიდრო კონტაქტზე ვარ პარტნიორებთან ევროპაში, ისრაელსა და რეგიონში, ახლა არა თითის გაშვერის, არამედ ერთიანობისა და ერთობლივი მოქმედების დროა