ვითარება ახლო აღმოსავლეთში – ხან-იუნისში გაეროს სასწავლო ცენტრი დაიბომბა, სადაც ლტოლვილთა თავშესაფარი იყო მოწყობილი

ვითარება ახლო აღმოსავლეთში – დაბომბილია ქალაქ ხან-იუნისში მდებარე გაეროს ერთ-ერთი სასწავლო ცენტრი, სადაც ლტოლვილთა თავშესაფარი იყო მოწყობილი. გაერო-ს დახმარების სააგენტოს ინფორმაციით, ტერიტორიას ორი სატანკო ჭურვი მოხვდა. დაიღუპა 9 ადამიანი, ათობით დაშავდა. სააგენტოს ცნობით, ცენტრს 800-ზე მეტი ადამიანი აფარებდა თავს.
მომხდარზე ისრაელს კომენტარი არ გაუკეთებია. თავშესაფარზე იერიშს გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატები. თეთრმა სახლმა გაერო-ს სასწავლო ცენტრზე თავდასხმა დაგმო. -ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ არ დაუჭერს მხარს ისრაელს ღაზაში ე.წ. ბუფერული ზონების შექმნას, რაც პალესტინის ტერიტორიის ზომას მნიშვნელოვნად შეამცირებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა