ვიდრე არ შეიჭრა ში, მანამდე ზოგი რუსი ბანი იყო, ზოგი რუსეთში კონცერტებს ატარებდა – საქართველოს დაღუპული გმირი მათთვის პრობლემა არ იყო, მაგრამ, უკრაინაში დაიწყო თუ არა ომი, მერე გახდა საშინელება რუსეთი მათთვის

ვიდრე არ შეიჭრა ში, მანამდე ზოგი რუსი ბანი იყო, ზოგი რუსეთში კონცერტებს ატარებდა – საქართველოს დაღუპული გმირი მათთვის პრობლემა არ იყო, მაგრამ, უკრაინაში დაიწყო თუ არა ომი, მერე გახდა საშინელება რუსეთი მათთვის
აგენტი არ შეიძლება საკუთარ სამშობლოს ემსახურებოდეს, ის ემსახურება იმას, ვინც ფულს უხდის, ვინც “დაავერბოვკა” და დავალებებს აძლევთ. დღეს, ჩემი ქვეყნის ტერიტორიაზე დგას რუსეთის საოკუპაციო ჯარი, რომელიც დიდად არ აწუხებდა ამ ხალხს, ვიდრე უკრაინის ომი არ დაიწყო და რუსეთი არ შეიჭრა უკრაინაში, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მ, სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერის, ვანო ჩხიკვაძის სტატიაზე საუბრისას განაცხადა, რომელშიც ჩხიკვაძე ბრიუსელს ზომების მიღებას სთხოვს, მათ შორის, უვიზო მიმოსვლის შეჩერებას.
როგორც მ აღნიშნა, სანამ რუსეთი უკრაინაში არ შეიჭრა, მანამდე ჩხიკვაძის მსგავსი ადამიანებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე მდგომი საოკუპაციო ჯარები და ომში დაღუპული გმირები პრობლემა არ იყო. უმრავლესობის ლიდერის შეფასებით, ის, რასაც ვანო ჩხიკვაძე და მთლიანად, აგენტურა აკეთებს, საკუთარი ქვეყნის ღალატია. “მანამდე არ აწუხებდათ და ზოგი რუსი ბანი იყო, ზოგი რუსეთში დადიოდა და კონცერტებს ატარებდა, ზოგი კულტურული ღონისძიებების ჩატარებას სთხოვდა რუსებს – საქართველოს დაღუპული გმირი მათთვის პრობლემა არ იყო, მაგრამ, უკრაინაში დაიწყო თუ არა ომი, მერე გახდა საშინელება რუსეთი, ისე, რომ მისი ხსენებაც არ შეიძლებოდა და ეკონომიკაში ტურიზმის იმ რგოლის მონაწილეობაზე, ტურისტის ჩამოსვლაზე ყოფილიყო ლაპარაკი, რომელიც ეკონომიკას ასტიმულირებდა, ეს იყო ღალატი, მაგრამ მანამდე თვითონ ეპატიჟებოდნენ.
ასეთი ჩხიკვაძეები – აგენტურა, გაბრაზდნენ მას შემდეგ, რაც უკრაინაში შეიჭრა რუსეთი და ქართველი გმირები რომ დაგვიხოცა და აწამა აქ, მაშინ მათთვის არ იყო პრობლემა. ამას ორმაგი სტანდარტი რომ დავარქვა, ესეც რბილ შეფასებად მიმაჩნია, ამიტომ ეს არის მოღალატეობა საკუთარი ქვეყნის, რასაც ეს ხალხი სჩადის ამ მოქმედებით.” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
Previous: ჩვენს პარტნიორებს ყოველთვის შევეკითხებით რჩევას, მათგანაც მოვისმენთ მაგრამ თუ რაიმე ეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს არაფერს არ გავითვალისწინებთ და მივყვებით იმ გზას, რა გზითაც „ქართული ოცნება“ დადის

ასევე დაგაინტერესებთ

ის, რომ ჩვენი ქვეყანა დღეს ასეთი ძლიერია, უდიდესი როლია ჩვენი საპატრიარქოს და სასულიერო პირების, რადგან ყველაზე კარგად მათ დაინახეს საშიშროება და დადგნენ ხელისუფლების და საქართველოს გვერდით

თუკი ვერ მოახერხებს სუვერენული ქვეყნის მთავრობის მთლიანად დაქვემდებარებას, კონკრეტული, სახელმწიფოს ფუნქციონირებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ორგანოები მაინც დაიქვემდებაროს და მის ხელმძღვანელად საკუთარი აგენტის დანიშვნა უზრუნველყოს!

დღეს მივიღეთ მოცემულობა, როდესაც ევროპარლამენტმა საკუთარი ავტორიტეტი თითქმის სრულად დაკარგა, რაც, ძირითადად იმ დეპუტატების დამსახურებაა, რომლებიც არაობიექტურ და ტენდენციურ ინფორმაციას ავრცელებენ ისინი