დეპუტატი, იაგო ხვიჩია, პარლამენტართა ხელფასების და პენსიების ზრდას ეხმაურება და ამბობს:
რომელ პარლამენტს აქვს გაკეთებული ამ ქვეყნისთვის ისეთი საქმე, რომ პენსიების მომატებას იმსახურებდეს? რაც ეეხება პარლამენტარის შრომის ანაზღაურების საკითხს – არ ვეთანხმებით ამ ცვლილებებს, ოღონდ სხვა არგუმენტით – ჩემი აზრით, ესეც ცოტაა. ეს ადამიანები დღეს არიან სოციალურად დაუცველთა მდგომარეობაში. პარლამენტარი 3500 ლარით თუ ცხოვრობს მხოლოდ, უნდა გავარკვიოთ, ეს ადამიანი ხომ არ იტყუება ან წმინდანი ხომ არ არის. ბატონო შალვა, თქვენი აზრით, უმრავლესობის დეპუტატები 3500 ლარით ცხოვრობენ? არაფერი აქვს დასაკარგი, პარლამენტარია და სოციალურად დაუცველის ცხოვრებით ცხოვრობს და ეს საშიში არ არის, თქვენი აზრით?
http://