“ვიდეო გაკვეთილის დროს ვირუსულად გავრცელდა” – მასწავლებელი სკოლის დირექტორს პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟში ადანაშაულებს

სკოლის დირექტორს მასწავლებელი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით შანტაჟში ადანაშაულებს. მძიმე შემთხვევა ქვეყნის ერთ-ერთ სოფელში მოხდა.
მძიმე ბრალდება პედაგოგმა მას შემდეგ გააჟღერა, რაც მისი მტკიცებით, ვიდეოები სხვა პედაგოგებსაც გაეგზავნათ და მასალა სკოლაში საგაკვეთილო პროცესების დროს ვირუსულად გავრცელდა.
სამართლებრივი დევნა იმ მასწავლებლების წინააღმდეგაც დაიწყო, ვისაც ეს ვიდეო გადაეგზავნა. განათლების რესურს ცენტრმა ისინი დროებით ჩამოაშორა სკოლას, თუმცა, ამ დროის ინფორმაციით, ყველა თავისუფლებაზეა.
საქმე უკვე სასამართლოშია. დანაშაულში მხილებული სკოლის დირექტორი კი თანამდებობიდან გაუშვეს.
სკოლაში ვერ ამბობენ, დაბრუნდება თუ არა სკოლაში უკან გათავისუფლებული დირექტორი.
“სამართლებრივი გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია სკოლას და ტელევიზია რად უნდა ამას. როგორც სამართლებრივი გადაწყვეტილება იქნება ისე იმოქმედებს სკოლა. სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე გათავისუფლდნენ 2022 წლის 16 აგვისტოს. დაზარალებულიც ამ სკოლაში მუშაობს. მე ნანახი არ მაქვს ის კადრები. გათავისუფლებულია ოფიციალურად და სკოლაში როგორ დაბრუნდება?”.- ამბობენ სკოლაში.
წყარო – ტვ პირველი

ასევე დაგაინტერესებთ