ვიდეო: “ახალგაზრდებო ნუ გამოაყენებინებთ ამათ თავს…“ – “მასტერი“ ვიდეომიმართვას ავრცელებს

სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

“მასტერი“ მოუწოდებს ახალგაზრდებს, სხვადასხვა პოლიტიკურ დაჯგუფებებს თავი არ გამოაყენებინონ.

“ელენიკოს და მისნაირების კისერზე იყოს, თუ ამ ბავშვებს ვინმე 7-წლიანზე გაუშვებს. კარგია წაქეზება ჰო, როცა იცი რომ შენ არავინ “გაგსროკავს“. მაქსიმუმ 9 პოსტს მიუძღვნით და 9 კვირაშიც აღარ გემახსოვრებათ ის ადამიანები, რომ ციხეში წავიდნენ.

პოლიცია, რომ თავზე გადგას და პიროტექნიკა, რომელიც ზოგადად კანონით არ ისჯება, პირდაპირ უდასტურებ – დიახ იმიტომ გვიდევს პოლიციელებს ვესროლოთ. ანუ რატომ უნდა თქვა ეს, დავიჯერო ამდენი ამ გესმის? ვისაც ჩემსა და თქვენს შორის უფრო არ უტყდებოდეს აი ამ ახალგაზრდების ციხეზე წასვლა, იმის ყველაფერი მოვიკითხე მე.

ახალგაზრდებო უმცროსო და უფროსო მეგობრებო, იყავით თქვენს პოზიციაზე პრინციპულად გააპროტესტეთ კიდეც თქვენი კონსტიტუციური უფლებაა, მაგრამ ნუ გამოაყენებინებთ ამათ თავს. ესენი მოლოტოვებსაც დაარიგებენ, ლობიანებსაც და პიროტექნიკასაც“, – ამბობს გიორგი პავლიაშვილი ვიდეოში.

ნახეთ ვრცლად:

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენთვის მნიშვნელოვანია სტრასბურგის სასამართლოს რეკომენდაცია – ყველა მიმართულებით გამოძიებას საჭიროებს 20 ივნისის საქმე, მათ შორის, განსაკუთრებული ინტერესის საგანია ის, თუ ვინ გადაწყვიტა რეზინის ტყვიების სროლა და ვინ მიიყვანა მდგომარეობა აქამდე

ქართველ ხალხს, რომელსაც ჰყავს 100 000 მოწამე, ვიზალიბერალიზაციის შეჩერებით ვერ გატეხავენ – თუ ეს მოხდა, შანტაჟის ბოლო ტყვიასაც ფუჭად გაისვრიან და დააჩქარებენ თავსმოხვეული ევროისტერიის საბოლოო დასასრულს