ვიდეოში განვითარებული მოვლენები ზუსტად 49 წლის წინ, 1975 წლის 10 მარტს მოსკოვშია გადაღებული

ვიდეოში განვითარებული მოვლენები ზუსტად 49 წლის წინ, 1975 წლის 10 მარტს მოსკოვშია გადაღებული.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მოსკოვის ჰოკეის ტურნირს კანადური “ბარი კაფის” იუნიორთა გუნდი სტუმრობდა. კანადური გუნდის ვოიაჟის ხარჯებს საღეჭი რეზინის მწარმოებელი კომპანია „Wrigley“ ფარავდა.
კონტრაქტის პირობების თანახმად კანადელ ჰოკეისტებს მატჩის შემდგომ 15 კგ “wregley-ის” საღეჭი რეზინი გულშემატკივრებისთვის უნდა დაერიგებინათ.
საბჭოთა მოქალაქეებისთვის საღეჭი რეზინა იმდენად უცხო და საოცნებო ხილი იყო, რომ მოსკოვის სოკოლნიკის სპორტის სასახლეში კანადელთა მხრიდან საღეჭი რეზინის დარიგება გულშემატკივრებს შორის ფიზიკური დაპირისპირების და მასობრივი ჭყლეტის მიზეზი გახდა. საღეჭი რეზინის დარიგებით გამოწვეულ ჭყლეტას 20 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო ათეულობით დაშავდა.