“ვთხოვთ ყველას, საკოორდინაციო შტაბის გარეშე ნუ დაგეგმავთ აქტივობებს”

“ვთხოვთ ყველას, საკოორდინაციო შტაბის გარეშე ნუ დაგეგმავთ აქტივობებს, ნუ შეუშლით ხელს შტაბის მუშაობას და ნუ გაავრცელებთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას, რაც საბოლოო ჯამში არათუ ხელს უწყობს, არამედ ძალიან უშლის ხელს შესაბამის სამსახურებს მოქალაქეების დახმარების პროცესში”, – ამის შესახებ ნათქვამია საკოორდინაციო შტაბის განცხადებაში, რომელიც ოზურგეთის მერიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
“მოგეხსენებათ, რომ სტიქიიდან გამომდინარე, დასავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით გურიისა და აჭარის რეგიონებში, არის საკმაოდ მძიმე სიტუაცია. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს მოსახლეობის დასახმარებლად, მათ შორის მობილიზებულია მაქსიმალური ადამიანური რესურსი, მძიმე ტექნიკა, ხდება პრიორიტეტების განსაზღვრა და დავალებების გადანაწილება შესაბამისი მიმართულებით.
მსგავს რთულ ვითარებაში, დამატებით, დიდ პრობლემებს ქმნის არასწორი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც ძირითადად სოციალური ქსელის მეშვეობით ხდება. არასწორი ინფორმაცია კი იწვევს უსაფუძვლო პანიკას, დაბნეულობას მოსახლეობაში, ასევე მნიშვნელოვნად აფერხებს საკოორდინაციო შტაბის მუშაობას.
ასევე, უაღრესად კონტრპროდუქტიულია ეგრეთწოდებული მოხალისეობრივი ინიციატივების გამოჩენა შტაბთან კოორდინაციის გარეშე, რადგან უკვე დღეს, გვქონდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც თავად მოხალისეების დასახმარებლად გახდა საჭირო მძიმე ტექნიკის გამოყენება და სამაშველო სამუშაოები.
ვთხოვთ ყველას, საკოორდინაციო შტაბის გარეშე ნუ დაგეგმავთ აქტივობებს, ნუ შეუშლით ხელს შტაბის მუშაობას და ნუ გაავრცელებთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას, რაც საბოლოო ჯამში არათუ ხელს უწყობს, არამედ ძალიან უშლის ხელს შესაბამის სამსახურებს მოქალაქეების დახმარების პროცესში”, – ნათქვამია საკოორდინაციო შტაბის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე ახობაძეზე – ეჭვი, რომელიც არ დასტურდება, ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს და ეს არ ნიშნავს, რომ მას ნარკოტიკი ვიღაცამ „ჩაუდო“ – სასამართლოზე იერიში მიჰქონდათ და აღარ მიაქვთ, რადგან არ უნდათ, თქვან, რომ სასამართლო დამოუკიდებელია

მამუკა მდინარაძე – თბილისის საკრებულოს წევრები არიან ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ მოსახლეობასთან, რომლებთან ერთადაც, კახა კალაძემ უნდა შეძლოს, რომ თბილისი იყოს კიდევ უფრო ლამაზი, მოწესრიგებული, სიცოცხლით სავსე