ვთხოვთ ოპონენტებს, დაგვისახელონ ფონდები, საიდანაც შეიძლება ეს თანხები ჩვენს ქვეყანაში წამოვიდეს, როგორც ისინი ამბობდნენ, კანდიდატის სტატუსის მიღების დროსაც უნდა ჩარიცხულიყო და მოსაკითხია, ვინმემ ხომ არ მიითვისა

ვთხოვთ ოპონენტებს, დაგვისახელონ ფონდები, საიდანაც შეიძლება ეს თანხები ჩვენს ქვეყანაში წამოვიდეს, როგორც ისინი ამბობდნენ, კანდიდატის სტატუსის მიღების დროსაც უნდა ჩარიცხულიყო და მოსაკითხია, ვინმემ ხომ არ მიითვისა
მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2024 წელს საქართველოში საერთაშორისო სიღარიბის დონე ახალ ისტორიულ მინიმუმამდე მცირდება – მაჩვენებლის 12 წლიანი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია. ისე, 14 მილიარდი რას დაგვხატავდა, მერე გენახათ, – წერს პარტია “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, , სოციალურ ქსელში.
ის ოპონენტებს სთხოვს, დაასახელონ ფონდები, საიდანაც მათ მიერ დასახელებული თანხა შეიძლება ქვეყანაში შემოვიდეს. მდინარაძის თქმით, ქართული ოპოზიცია იმდენად არაკომპეტენტური და ზედაპირულია, რომ ტყუილებსაც იტყუებიან, როგოც ეს 14 მილიარდის შემთხვევაში მოხდა.
“მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2024 წელს საქართველოში საერთაშორისო სიღარიბის დონე ახალ ისტორიულ მინიმუმამდე მცირდება – მაჩვენებლის 12 წლიანი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია. ისე, 14 მილიარდი რას დაგვხატავდა, მერე გენახათ… უმორჩილესად ვთხოვთ ჩვენს ოპონენტებს, დაგვისახელონ ფონდები, საიდანაც შეიძლება ეს თანხები ჩვენს ქვეყანაში წამოვიდეს. როგორც ისინი ამბობდნენ, კანდიდატის სტატუსის მიღების დროსაც უნდა ჩარიცხულიყო და მოსაკითხია, ვინმემ ხომ არ მიითვისა. ყველაფერთან ერთად, ასეთი არაკომპეტენტური და ზედაპირული ოპოზიცია არცერთ ქვეყანაში არ მოიძებნება. ტყუილებსაც იტყუებიან.” – წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში

ასევე დაგაინტერესებთ

იმედი გვაქვს, რომ აშშ-ის ახალი ადმინსტრაცია საქართველოს თემასაც მიაქცევს ყურადღებას, ვინაიდან, სწორედ მათგან ვიცით, რომ არაერთი ათეული მილიონი დოლარია დახარჯული საქართველოში დესტაბილიზაციის შეუქცევადი პროცესისთვის

არასამთავრობო ორგანიზაციების პატრონებსაც უწევთ აღიარება, რომ ამა თუ იმ ქვეყანაში თანხები იხარჯებოდა მათთვის არასასურველი ხელისუფლების შესაცვლელად და ამას აკეთებდნენ არასამთავრობოების ხელით

ჩვენთვის გასაკვირია აშშ-ის ადმინისტრაციის დუმილი საქართველოსთან მიმართებით, მაშინ, როდესაც ყველაფერში თანხვედრა გვაქვს, მაშინ, როდესაც ბატონი ტრამპის მხარდამჭერები ვიყავით და ვართ – მინიმალურ მადლიერებას ველოდით და ჯერჯერობით აბსოლუტური დუმილია, რაც კითხვის ნიშნებს აჩენს ჩვენს გუნდში