“ვთავაზობ “ნაცმოძრაობას”, შევქმნათ მანიფესტი – თუ ვინმე არ მოისურვებს შეთანხმებაზე ხელის მოწერას…”- სააკაშვილი

სა­ქარ­თვე­ლოს ექს პრე­ზი­დენ­ტი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რებ­სა და მხარ­დამ­ჭე­რებს 23 ნო­ემ­ბრამ­დე – „ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის“ მე­ო­ცე წლის­თა­ვამ­დე მა­ნი­ფეს­ტის შექ­მნას და ხელ­მო­წე­რას სთა­ვა­ზობს.

სა­ა­კაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ „ფე­ის­ბუქ­ზე“ მო­მავ­ლის ხედ­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მო­საზ­რე­ბას ავრცელებს და აცხა­დებს, რომ მა­ნი­ფეს­ტი ყვე­ლა ფუნ­და­მენ­ტუ­რი სა­კითხს უნდა მო­ი­ცავ­დეს, რო­მელ­საც ერ­თობ­ლი­ვად უნდა მო­ე­წე­როს ხელი და თუ რომელიმე არ მო­ი­სურ­ვებს შე­თან­ხმე­ბა­ზე ხე­ლის მო­წე­რას, ის ავ­ტო­მა­ტუ­რად და­ი­ყე­ნებს თავს პარ­ტი­ის გა­რეთ და „სხვა გზით მო­უხ­დე­ბა წას­ვლა“.

სა­ა­კაშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნულ მა­ნი­ფესტს „ ერ­თი­ა­ნო­ბის და გა­ნახ­ლე­ბის უნა­რის“ პრე­ზენ­ტა­ციდ გა­ნი­ხი­ლავს.

“რო­გორც დაგ­პირ­დით, ვი­წყებ ჩემი მო­საზ­რე­ბე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას მო­მავ­ლის ხედ­ვებ­ზე.

ამ დღე­ებ­ში ბევ­რი კა­მა­თია პარ­ტი­ის ერ­თი­ა­ნო­ბა­ზე. მათ შო­რის, ბევ­რი კი­თხვა ის­მე­ბა ჩემს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე ცალ­კე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ.

მე არ მაქვს პრობ­ლე­მე­ბი კონ­კრე­ტულ ადა­მი­ა­ნებ­თან, მაგ­რამ ვერ და­ვე­თან­ხმე­ბი ცალ­კე­ულ მიდ­გო­მებს. მე ვარ შიდა პარ­ტი­უ­ლი დე­ბა­ტე­ბის მომ­ხრე, რაც ყო­ველ­თვის იყო “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” ძლი­ე­რი მხა­რე.

დე­ბა­ტე­ბი საქ­მე­ზე არის ის, რაც აცო­ცხლებს სი­ტუ­ა­ცი­ას, მაგ­რამ მას შემ­დეგ, რაც დე­ბა­ტე­ბის შე­დე­გად გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქნა მი­ღე­ბუ­ლი, მისი რე­ვი­ზი­ის მცდე­ლო­ბა ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია.

ამი­ტომ, კა­ტე­გო­რი­უ­ლად ვერ გა­ვი­ზი­ა­რებ ზო­გი­ერთ მო­საზ­რე­ბას ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლის, პეტ­რე ცის­კა­რიშ­ვი­ლის და პო­ლიტ­საბ­ჭოს ლე­გი­ტი­მა­ცი­ის ნაკ­ლე­ბო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ისი­ნი აბ­სო­ლუ­ტუ­რად ლე­გი­ტი­მუ­რად აირჩნენ ფარ­თო­პარ­ტი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გად და ამ თე­მა­ზე ამ­დე­ნი ხანი კა­მა­თი გვა­კარ­გვი­ნებს მთა­ვარ მი­მარ­თუ­ლე­ბას და ეს მხო­ლოდ ოლი­გარ­ქის ინ­ტე­რე­სებ­შია.

ახლა ჩვენ, არ­სე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, რო­გორც არას­დროს გვჭირ­დე­ბა კონ­ცენ­ტრა­ცია საქ­მე­ზე და არა პი­რად ამ­ბი­ცი­ებ­ზე და წყე­ნა­ზე.

ევ­რო­პა უკ­რა­ი­ნის გმი­რო­ბის და ტრა­გე­დი­ის ფონ­ზე გვაძ­ლევს შანსს, მაგ­რამ ეს არ ცვლის იმ გა­რე­მო­ე­ბას, რომ ქვე­ყა­ნა პრაქ­ტი­კუ­ლად ოკუ­პი­რე­ბუ­ლია და ამი­ტომ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ევ­რო­პე­ლებ­მა კარ­გად იცი­ან, რომ ჩვენ ხალ­ხს კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი ეკუთ­ვნის, მათ მა­ინც უჭირთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა ამ სტა­ტუს­თან მი­მარ­თე­ბა­ში.

ამი­ტომ, და­ნარ­ჩე­ნი უკვე ჩვე­ნი გა­სა­კე­თე­ბე­ლია.

ჩვენ ხალ­ხთან ერ­თად უნდა შე­ვი­მუ­შა­ვოთ კონ­ცეფ­ცია, თუ რო­გორ ვა­პი­რებთ ოლი­გარ­ქის მარ­წუ­ხე­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას და შემ­დეგ რო­გო­რი ქვეყ­ნის აშე­ნე­ბას შევ­ძლებთ.

მე ვთა­ვა­ზობ ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის ყვე­ლა წევ­რს და მხარ­დამ­ჭერს 23 ნო­ემ­ბრამ­დე, ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის მე-20 წლის­თა­ვამ­დე, ერ­თად შევ­ქმნათ მა­ნი­ფეს­ტი ამ სა­კი­თხებ­ზე. შემ­დეგ, 23-ში, ამ მა­ნი­ფესტს, სა­დაც იქ­ნე­ბა შე­სუ­ლი ყვე­ლა ფუნ­და­მენ­ტუ­რი სა­კი­თხი, ერ­თობ­ლი­ვად მო­ვა­წე­როთ ხელი.

მა­ნი­ფეს­ტი უნდა შე­ი­ცავ­დეს ასე­ვე პარ­ტი­უ­ლი ერ­თი­ა­ნო­ბის შე­თან­ხმე­ბას. თუკი ვინ­მე არ მო­ი­სურ­ვებს ამ შე­თან­ხმე­ბა­ზე ხე­ლის მო­წე­რას, ის ავ­ტო­მა­ტუ­რად და­ი­ყე­ნებს თავს პარ­ტი­ის გა­რეთ და სხვა გზით მო­უხ­დე­ბა წას­ვლა. ჩვენ კი შევ­ძლებთ მო­მა­ვალ­ზე სრუ­ლად კონ­ცენ­ტრი­რე­ბას.

ეს მა­ნი­ფეს­ტი უნდა იყოს ჩვე­ნი ერ­თი­ა­ნო­ბის და გა­ნახ­ლე­ბის უნა­რის პრე­ზენ­ტა­ცია”, – აცხადებს მიხეილ სა­ა­კაშ­ვი­ლი.

ასევე დაგაინტერესებთ

“ნაცმოძრაობის” მიერ დაზარალებული ბიზნესმენი ჯემალ წიკლაური: 12-კაციან საკანში 52 ვიყავით, გვეძინა მორიგეობით – მე საერთოდ არ მეძინა და მთელი ოთხი თვის განმავლობაში, შეიძლება 3-4-ჯერ მქონდეს ნაჭამი

ეს პროცესი გამოიწვევს იმას, რომ ყველაფერს დაერქმევა თავის სახელი, ჩვენ ტრაგედიას წარსულში დავტოვებთ და გადავშლით ახალ ფურცელს მეც და ჩემი შვილიც. არ გავზრდი სანდროს ამ აგრესიაში და იმ განცდით, რომ ბაბუა „ნაციონალებმა“ მოუკლეს