„ვვარჯიშობ და არ ვსვამ“ – მგალობლიშვილი კითხვაზე, ნასვამი იყო თუ არა პარლამენტში დაპირისპირებისას

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ლევან მგალობლიშვილი პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით „ტვ პირველთან“ სატელეფონო საუბრისას აცხადებს, რომ ფრაქცია „ენმ“-ს თავმჯდომარე ტუტუცურად მოიქცა და ასეთი საქციელი ქალს არ შეშვენის.
ლევან მგალობლიშვილმა „ტვ პირველთან“ სატელეფონო საუბრისას კითხვაზე, გასულ დღეს პარლამენტში მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირებისას იყო თუ არა ნასვამი, აღნიშნა:
„ვინც მიცნობს ყველამ იცის, რომ ვვარჯიშობ და არ ვსვამ, ძალიან იშვიათ გამონაკლისებს თუ არ ჩავთვლით. მოხდა უზრდელობა, ტუტუცობა, რაც ქალს არ შეშვენის და მეც შეიძლება, ზედმეტი მომივიდა, მაგრამ გამოგვიწიეს, ეს კარგად გამოსდით“, – აცხადებს დეპუტატი.
კითხვაზე, აპირებს თუ არ ბოდიშის მოხდას, მგალობლიშვილმა უპასუხა:
„ბოკუჩავას ბოდიში როგორ უნდა მოვუხადო. მოიხადოს თვითონ ბოდიში შეურაცხყოფისთვის და მეც მოვიხდი. ნუ ახლა პასტას რომ მოგარტყამენ თვალში შეიძლება, გამწარდეთ თქვენც“ – აღნიშნა მგალობლიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი ლიეტუვის ელჩზე – იმ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომელიც უკრაინაში ომის პარალელურად რუსეთში ღვინის ექსპორტით პირველ ადგილზეა, პრინციპებზე ქედმაღლურად ნუ დაგველაპარაკებიან

გერმანიის ელჩი – ჩვენ ნამდვილად არ ვართ „დიფ სთეითი“, ეს არ არსებობს, ეს გამოგონილია და თუ ვინმეს შეუძლია „დიფ სთეითი“ მაჩვენოს, მე ძალიან მაინტერესებს მისი ნახვა – რაც შეეხება დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას, ეს გერმანიაშიც მოხდება