ვეტერან რუს უფლებადამცველს მოსკოვის სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა

ვეტერან რუს უფლებადამცველს, ოლეგ ორლოვს სამშაბათს 2-1/2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, “შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციისთვის” უკრაინის ომის წინააღმდეგ პროტესტის გამო და პრეზიდენტ ს ფაშიზმში ბრალდების გამო.
ორლოვს, უფლებადამცველი ჯგუფის, “მემორიალის” ლიდერს, რომელმაც 2022 წელს ნობელის მშვიდობის პრემიის წილი მოიპოვა, ბრალი ომის საწინააღმდეგო დემონსტრაციებში მონაწილეობის გამო წაუყენეს. ასევე, მის მიერ დაწერილი სტატიის გამო, რომელიც შემდეგი სათაურით გამოქვეყნდა – “მათ სურდათ ფაშიზმი. მათ მიიღეს ეს”.
„განაჩენმა აჩვენა, რომ ჩემი სტატია ზუსტი და ჭეშმარიტი იყო“, – თქვა 70 წლის ორლოვმა, როცა სასჯელის გამოტანის შემდეგ, სასამართლოს დარბაზიდან ხელბორკილებით მიჰყავდათ. მოსკოვის სასამართლოს დარბაზში მხარდამჭერებმა, მათ შორის დასავლეთის საელჩოების წარმომადგენლებმა, მას ტაში დაუკრეს.
“მემორიალი”, რომელიც 1989 წელს დაარსდა, იცავდა სიტყვის თავისუფლებას და დოკუმენტურად აღრიცხავდა ადამიანის უფლებების დარღვევას, საბჭოთა ლიდერის იოსებ სტალინის ეპოქიდან, დღემდე. 2021 წელს, „უცხოეთის აგენტად“ გამოცხადების შემდეგ ის რუსეთში აიკრძალა და დაშალეს.
ბრალდების მხარემ განაცხადა, რომ ორლოვმა გამოავლინა “პოლიტიკური სიძულვილი ს მიმართ”.
“მემორიალის” განცხადებაში ნათქვამია: “ოლეგ ორლოვის წინააღმდეგ გამოტანილი სასჯელი არის რუსეთში უფლებადამცველი მოძრაობის და სახელმწიფოს მიმართ ნებისმიერი კრიტიკის ჩახშობის მცდელობა. მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს საქმეს.”
“როგორღაც, თანამედროვე რუსეთში ყველაფერი თავდაყირა დგას: ომი მშვიდობაა, მშვიდობისკენ მოწოდება დანაშაული, ხოლო გაფრთხილება, რომ სახელმწიფო ძალადობას ავითარებს – “სიძულვილის დანაშაული”, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
ორლოვს ბრალი წაუყენეს უკრაინის ომის დაწყებიდან მალევე მიღებული კანონებით, რომლებიც შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციის, ან მათ შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებას პატიმრობით სჯის.
რაიონულმა სასამართლომ, გასულ წელს, ორლოვი თავდაპირველად 150 000 რუბლით (1628 დოლარი) დააჯარიმა, მაგრამ განმეორებითი სასამართლო განხილვა ჩანიშნა მას შემდეგ, მან პირველი გადაწყვეტილება გაასაჩივრა და პროკურორებმა პატიმრობა მოითხოვეს.
მისმა მეუღლემ, ტატიანა კასატკინამ სასამართლოს გარეთ განაცხადა: “მე და მან ერთად შევქმენით მემორიალი… მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჩვენ შევქმენით არის გუნდი. გუნდი, რომელიც იმუშავებს მიუხედავად იმისა, თავისუფალია თუ არა ოლეგი. ასე რომ, ჩვენ ვიმუშავებთ. ჩვენ ვიცოცხლებთ“.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია, ამიტომაც ეკლესიასთან ერთად ხელისუფლების ვალია დაიცვას იგი, როგორც შემნახველი ქართული იდენტობის, სულიერი და მატერიალური კულტურის