ვერაფერს ვერ დავამთავრებთ 4 ოქტომბერს, ამ მოლოდინებს ვინც ქმნის, ის არის პროვოკატორი – გია ხუხაშვილი
გია ხუხაშვილის განცხადებით, ის ვინც ამბობს, რომ 4 ოქტომბერს დაამთავრებს ქართული ოცნების მმართველობას, არის პროვოკატორი. ამ საკითხზე მან 29 სექტემბერს, “პალიტრანიუსი”-ს გადაცემა “360 გრადუსში” ისაუბრა.
“ვერაფერს ვერ დავამთავრებთ 4 ოქტომბერს, ეს არის ბრძოლის ერთი ეტაპი და არა ფინალური ეტაპი და ამ მოლოდინებს ვინც ქმნის, ის არის პროვოკატორი. მე ვერ ვხედავ სცენარს, რომ 4 ოქტომბერს რაღაც დაიწყოს და დამთავრდეს. მე ვხედავ მშვიდობიან სცენარებს, რაც არის ძალიან კარგი და რაც შეიძლება მეტი ხალხი იყოს, რომ შევაზანზაროთ ხელისუფლება”– განაცხადა გია ხუხაშვილმა.
მისი თქმითვე, ამ ბრძოლას უნდა ჰყავდეს ლიდერი, სარდალი, მაგრამ ზოგი ციხეში დაიმალა და ასე მოიხსნა პასუხისმგებლობა.
Previous: „ქართული ოცნების“ ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია წიკლაური ქიზიყის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა
