ვერავითარი დემოკრატიის ტესტი ვერ ჩააბარა მოლდოვამ ამ არჩევნების სახით, კანდიდატები ჩახსნეს ერთმანეთის მიყოლებით და მოლდოვას აყენებენ ჩვენზე წინ, თუ სადმეა საჭირო განცხადებები, საჭიროა მოლდოვასთან დაკავშირებით

ვერავითარი დემოკრატიის ტესტი ვერ ჩააბარა მოლდოვამ ამ არჩევნების სახით, კანდიდატები ჩახსნეს ერთმანეთის მიყოლებით და მოლდოვას აყენებენ ჩვენზე წინ, თუ სადმეა საჭირო განცხადებები, საჭიროა მოლდოვასთან დაკავშირებით
ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი სცენაზე ავიდა, შეუერთდა რევოლუციურ პროცესს, მაგრამ ეს პროცესი ჩავარდა, ამ ფონზე, არავითარ ასეთ განცხადებას, რა თქმა უნდა, ფასი არ აქვს, – ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებს 13 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.
ირაკლი კობახიძის შეფასებით, თუ რამეზეა საჭირო განცხადებების გაკეთება, ეს არის მოლდოვა, რომელმაც ჩატარებული არჩევნებით დემოკრატიის ტესტი ვერ ჩააბარა.
„მოლდოვაში ჩატარდა , ვერავითარი დემოკრატიის ტესტი ვერ ჩააბარა მოლდოვამ ამ არჩევნების სახით. კანდიდატები ჩახსნეს ერთმანეთის მიყოლებით, თან თითიდან გამოწოვილი საბაბით და მოლდოვას აყენებენ ჩვენზე წინ, რომელმაც ასეთი ჩაატარა. განცხადებები თუ სადმეა საჭირო, საჭიროა მოლდოვასთან დაკავშირებით, სამართლიანობა რომ იყოს. მოლდოვა არის დსთ-ს წევრი, მოსახლეობის ნახევარზე მეტი ეწინააღმდეგება ევროინტეგრაციას და თვალში ნაცარს გვაყრიან, გვეუბნებიან, რომ მოლდოვას ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, მოლაპარაკებები და ქართველ ხალხსა და საქართველოს ხელისუფლებას არ ეკუთვნის, ეს არის სირცხვილი. როგორც კი უკრაინაში ომი დასრულდება და გადაივლის არჩევნები, მაშინვე აღდგება სამართლიანობა, დარწმუნებული ვარ,“ – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა